2018 წლის WSOPE Main Event ჯეკ სინკლერმა მოიგო

პოკერის ევროპული სერიების 2018 წლის რიგით მე-10 ტურნირი, €10.350 ევროიანი WSOPE Main Event ჯეკ სინკლერმა მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებითა და €1.122.239 ევროიანი ანაზღაურებით, სინკლერმა 2017 წლის ცუდი მოგონებები ამოშალა მეხსიერებიდან, როდესაც ის WSOP Main Event-ის მე-8 ადგილიდან გამოემშვიდობა ჩემპიონობაზე ოცნებას. 

ფინალური მაგიდის ფავორიტი 2013 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული რაიან რისი იყო, რომლის მოქმედებას პოკერის მთელი სამყარო ადევნებდა თვალყურს. სამწუხაროდ, რისი მე-4 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. 

ტურნირის უკანასკნელი დღისთვის, ჯეკ სინკლერის სტეკი სიდიდით მე-4 იყო. მილოშ შკრებიცთან გაორმაგების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ლასლო ბუიტასთან ჰედს-აპის დაწყებამდე, სინკლერმა კრასიმირ იანკოვი ჩამოიშორა გზიდან. ჰედს-აპი სინკლერის სრული უპირატესობით წარიმართა: 2 ოლ ინის შემდეგ, უნგრელის სტეკი 22 და შემდეგ 12 ბიგ ბლაინდამდე შემცირდა. მე-3 ოლ ინით კი სინკლერმა ევროპული სერიების ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. 

"მთელი კვირის განმავლობაში ძალიან მშვიდი თამაში მიმდინარეობდა, - ყვებოდა სინკლერი გამარჯვების შემდეგ, - დიდი დარიგება, რამდენადაც მახსოვს, ამ ტურნირზე საერთოდ არ წამიგია. ყოველთვის, როცა ვფიქრობდი, რომ სირთულეები უნდა დაწყებულიყო, სოლიდურ ბანკს ვიგებდი. წარმოუდგენლად გამიმართლა!"

ამ გამარჯვებით, ჯეიკ სინკლერი მეორე ბრიტანელი გახდა, ვინც WSOPE Main Event-ის მოგება შეძლო - ჯეიმს ბორდმა იგივე ტიტული 2010 წელს მოიგო. 

რაც შეეხება მეორეადგილოსან ლასლო ბუიტასს: დამაჯერებელი მსვლელობის მიუხედავად, უნგრელმა მოთამაშემ ტურნირის მოგება ვერ შეძლო. "ჰედს-აპი ძალიან თავდაჯერებულმა დავიწყე, - ყვება ბუიტასი, - სამწუხაროდ, ჰედს-აპის დაწყების შემდეგ 'ქარდ დედ' აღმოვჩნდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა და, რა თქმა უნდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას! ამ მომენტისთვის, საკუთარ თავს ყველაზე ბედნიერს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ ხდება ხოლმე..." უნგრელმა მოთამაშემ მე-2 ადგილისთვის €693.573 ევრო მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური