ისრაელში პოკერის ლეგალიზებას გეგმავენ

პოპულარობის მიუხედავად, ისრაელში პოკერი არალეგალურ სპორტად ითვლება. მაშინ როცა, მოსახელობის უმეტესობა აქტიურადაა ჩართული პოკერის თამაშებში, კანონი საკმაოდ მკაცრად ეპყრობა თამაშის მონაწილეებს: პოკერის თამაშისთვის, შესაძლოა, ისრაელის მოქალაქეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ; თამაშის ორგანიზატორს კი ციხეში 3 წლის გატარება მოუწევს. 

შესაძლოა, მალე ყველაფერი შეიცვალოს. ლიკუნდის პარტიის წარმომადგენელმა, შარენ ჰასკელმა პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით პოკერის დახასიათება ’ცოდნისა და უნარების თამაშად’ იქნება შეცვლილი. ამჟამად პოკერი ‘იღბლის თამაშად’ განიხილება. 

თამაშისთვის ახალი სტატუსის მინიჭების მცდელობა პირველი არაა. 10 წლის წინ ისრაელის პოკერის მოთამაშეების ასოციაციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, პოკერის ტურნირების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, რომლებსაც უცხოელი ტურისტებიც უნდა მოეზიდა. თელ ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოს ეჰუდ ლერერი აქტიურად იყო ჩართული საქმის წარმოების პროცესში. სწორედ მას ეკუთვნოდა თეორიული მტკიცებულება იმისა, რომ პოკერი ‘იღბლის თამაში’ არ არის. 

როგორც ჩანს, უმაღლეს სასამართლოს ერთ წარმომადგენელს მაინც განსხვავებული პოზიცია აქვს: “წლიდან წლამდე სხვადასხვა ტურნირებზე ერთი და იგივე სახეების, ერთი და იგივე მოთამაშეების ნახვაა შესაძლებელი, - ამბობს მოსამართლე ნილ ჰენდელი, - ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ პოკერი იღბალთან დიდად დაკავშირებული არ უნდა იყოს და ის მთლიანად ცოდნაზეა დამოკიდებული.”

 

რუმები

ქართული უცხოური