Aria $100.000 HIgh Roller-ზე დევიდ პიტერსმა $1.104.000 დოლარი მოიგო

2018 წლის Aria Fall Madness-ის სერიები დევიდ პიტერსის გამარჯვებით დასრულდა. პიტერსმა $100.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთი მოიგო, რომელზეც 28 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. მისმა ანაზღაურებამ $1.104.000 დოლარი შეადგინა. 

დევიდ პიტერსის ისტორიას განსაკუთრებულ ელფერს ის ფაქტი ანიჭებს, რომ 2018 წელს მან 6 ჰაი როლერ ტურნირი ითამაშა, საიდანაც 5 მათგანზე საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხა. საპრიზო ადგილი თუ საკმარისად მიმზიდველად არ ჟღერს, უნდა დავამატოთ, რომ თითოეულის ანაზღაურება მილიონ დოლარს აღემატებოდა. 

დევიდ პიტერსის 2018 წლის სატურნირო შემოსავალი $9.035.013 დოლარს შეადგენს. კარიერის განმავლობაში მას $27.815.923 დოლარი აქვს მოგებული. ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეთა შორის ის მე-6 პოზიციას იკავებს და ერთი საფეხურით ჩამორჩება დენ კოლმანს, რომლის ანგარიშზეც $28.925.059 დოლარია. 

ამ ტურნირის გარდა, Aria Fall Madness-ის სერიებზე, რომლებიც 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით იმართებოდა, $50.000 დოლარიან ივენთზე პიტერსმა მე-3 ადგილზე გასვლა და $200.000 დოლარის მოგება შეძლო. ღონისძიების გამარჯვებული მატიას აიბინგერი გახდა, ხოლო მე-2 ადგილი სემ სოვერელს შეხვდა. რაც შეეხება სემ სორვერელს: Aria Fall Madness-ზე მან ერთი ტურნირის მოგება  მოახერხა, $183.600 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $7.310.781 დოლარამდე გაიზარდა. 

რუმები

ქართული უცხოური