PartyPoker-ის $25.000-იან ჰაი როლერზე სტივ ო'დუაიერი ლიდერობს

PartyPoker-ის კარიბის სერიებზე $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთი მიმდინარეობს. მე-2 დღის მიწურულს, ტურნირს 59 მოთამაშე შემორჩა. პირველი დღის ჩიპ ლიდერმა, ჩენს კორნუთმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. უნდა ითქვას, რომ მან თავის სტეკს ჩიპების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუმატა, მაგრამ სტივ ო'დუაიერის ლაშქრობა გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა და ჩიპლიდი სწორერდ მას ერგო.

დღე 183 აქტიურრი მოთამაშით დაიწყო, თუმცა გვიანი რეგისტრაციის წყალობით ფილდი 394-მდე გაიზარდა. ჩიპლიდი ხან მეტ ბერკის, ხან აიზიკ ჰექსტონს ჰქონდათ. მცირე პერიოდი ჩიპლიდერის პოზიციაზე ნიკ პეტრანგელომაც გაატარა. ტურნირი ცნობილი სახელებით იყო დატვირთული: სემ გრინვუდი, ჟოაო სიმაო, ჯეისონ კუნი, ფედორ ჰოლცი, სემ თრიქეთი, მაიკ სექსტონი და ა.შ. 

საერთო ჯამში, ტურნირზე 39 ადგილი ანაზღაურდება. ბენ ტოლერენი, ანდრაშ ნემეტი, ლეონ ცუკერნიკი, მანიგ ლუსერი და როჯერ ტასკა იმ მოთამაშეთა სიაში არიან, ვინც 'ბაბლის' დასრულებას და თამაშის გააქტიურებას ელოდებიან, რათა ნახევარმილიონიანი ადგილები გადაინაწილონ. ის მოთამაშეები, ვინც 'ბაბლს' გადალახავენ, მინიმალურ $60.000 დოლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. პირველი ადგილისთვის $2.000.000 დოლარია დაწესებული. 

რუმები

ქართული უცხოური