$250K Super High Roller-ზე შტეფენ სონტაიმერმა $3.685.000 მოიგო
როგორც მოსალოდნელი იყო, PartyPoker-ის $250.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის გამარჯვებული, შტეფენ სონტაიმერი გახდა. 2 დღის განმავლობაში ის ჩიპლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა, ამიტომაც, მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეუტანია. მან ერთ-ერთი ურთულესი ლაინ-აფი დაამარცხა, რომლის ნახვაც მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირებზეა შესაძლებელი.
ამ მომენტამდე, სონტაიმერის საუკეთესო ანაზღაურება 2017 წლით თარიღდებოდა, როდესაც Poker Masters-ის $100.000 დოლარიან მეინ ივენთზე $1.500.000 დოლარი მოიგო. ამჯერად, მისმა ანაზღრაურებამ $3.685.000 დოლარი შეადგინა. ამ მოგებით, გერმანელმა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიის 100-ეულში შეაბიჯა. მის ანგარიშზე ტურნირებზე მოგებული $12.5 მილიონი დოლარია და ის ჯერ მხოლოდ 28 წლისაა.
რაც შეეხება მე-2 ადგილზე გასულ შონ ვინთერს: ის ძვირადღირებული ტურნირებისთვის უცხო სტუმარი ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი ძირითადი სპეციალობა ქეშ-გეიმებია. ვინთერი Aria-ში მიმდინარე ჰაი სტეიკს სესიებს ესწრება. ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ სწორედ ქეშ-გეიმ მაგიდებთან დაგროვილი ცოდნის ტრანსფორმაცია და ტურნირებში მისი გამოყენება მოახერხა, რაც თუნდაც მის გუშინდელ ანაზღაურებაზე აისახება: მე-2 ადგილისთვის, ვინთერმა $2.430.000 დოლარი მიიღო.
რაც შეეხებათ ფინალური მაგიდის დარჩენილ მონაწილეებს: აიზიკ ჰექსტონი და ნიკ პეტრანგელო საპრიზოების მიღმა აღმოჩდნენ. ორივე მათგანი სონტაიმერის კარტს შეეწირა. დევიდ პიტერსი მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო მიკიტა ბადიაკოვსკი - მე-4-ზე.