ელი ელეზრას ავტობიოგრაფია ინგლისურ ენაზე გამოიცემა

2017 წლის მარტში, ლეგენდარულმა გემბლერმა ელი ელეზრამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელწოდებით Pulling the Trigger: The Autobiography of Poker Pro Eli Elezra. სამწუხაროდ, წიგნი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი არაა, რადგან ის ივრითზეა დაწერილი. ელეზრას გულშემატკივრებისთვის,Two Plus Two-ს გამომცემლობა 280 გვერდიანი წიგნის ინგლისური ვერსიის დაბეჭდვას გეგმავს.

წიგნი, რომელიც 6 წლის განმავლობაში იწერებოდა, 2004 წლის WPT-ის მოვლენებით იწყება. სწორედ 2004 წელს მოიგო ელი ელეზრამ WPT Showdown-ის ტურნირი, $1 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით, რომლითაც პოკერის პუბლიკას სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. წიგნი იერუსალიმში გატარებულ ბავშვობას და 1982 წელს ისრაელი-ლიბანის ომში ელეზრას მონაწილეობის დეტალებსაც გვიყვება. გარდა ამისა, წიგნში მრავლადაა კულუარული ისტორიები ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც დოილ ბრანსონი და დევიდ 'ჩიპ' რიზი არიან. 

დღემდე, ელეზრას ანგარიშზე WSOP-ის 3 ოქროს სამაჯური და ტურნირებზე მოგებული $3.6 მილიონი დოლარია. უცნობია მის მიერ ქეშ-გეიმებზე მოგებული თანხა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ელეზრა მსოფლიოს უდიდეს სესიებში და პრივატულ თამაშებში ღებულობს მონაწილეობას. პოკერის ფართო აუდიტორიას მან თავი High Stakes Poker-ით დაამახსოვრა. გადაცემაში ელეზრა იმხელა პოპულარობით სარგებლობდა, რომ პროდიუსერებმა ის შვიდივე სეზონზე მიიწვიეს.

რუმები

ქართული უცხოური