Caribbean Poker Party მეინ ივენთის გამარჯვებული ფილიპე ოლივეირა გახდა

3 ბიგ ბლაინდი და ოცნება გამარჯვებაზე - სწორედ ასეთი იყო ფილიპე ოლივეირას მდგომარეობა, როცა Caribbean Poker Party-ის მეინ ივენთს 6 მოთამაშე შემორჩა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ყველა ვარაუდობდა, რომ პორტუგალიელს მე-6 ადგილისთვის დაწესებული $400.000 დოლარი შეხვდებოდა - საკმაოდ მიმზიდველი თანხა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც პირველი ადგილისთვის დაწესებული $1.5 მილიონი დოლარია. 

3 საათის შემდეგ, ოლივეირამ კრეიგ მეისონთან გამართული ჰედს-აპი მოიგო და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, $1.500.000 დოლარის მფლობელი გახდა. 

1.815 მონაწილიდან, ტურნირის ფინალურ დღეს მხოლოდ 11 მათგანი დაუბრუნდა სათამაშო მაგიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე ოლივეირა საშუალო ზომის სტეკს ფლობდა, რამდენიმე მძიმე დარიგების შემდეგ, მისი სტეკი 35 მილიონამდე შემცირდა, 5.000.000/10.000.000 ბლაინდების პირობებში. მას ისღა დარჩენოდა, რომ K6-ით ოლ ინი გაეკეთებინა. ორი ოპონენტისგან მიღებული ქოლის შემდეგ, ფლოპზე 6 დაიდო, რამაც მისი სტეკი გაასამმაგა. ამას რამდენიმე მოგებული ოლ ინი მოჰყვა და საბოლოოდ კრეიგ მეისონის წინააღმდეგ, თანაბარი სტეკებით გამართული ჰედს-აპი მოჰყვა.

"მე ძალიან გამიმართლა, - ყვებოდა თავის 'ქამბექზე' პორტუგალიელი, - სულ ეს არის. მე ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი." იღბლის გარდა, ოლივეირამ ოსტატობაც აჩვენა: ჰედს-აპის დროს მაღალი 4-ით მან მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა და დიდი ბლეფის გაკეთება შეძლო, რამაც მისი უპირატესობა გაამყარა. ერთი საათის შემდეგ კი, აგრესიული თამაშის შედეგად, პირველი ადგილი ოლივიერას ეკუთვნოდა. პორტუგალიელი მოთამაშე, რომლის კარიერაც $120.000 დოლარს ითვლიდა, მილიონერი გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური