იქონიებს თუ არა 'ბრექსითი" გავლენას პოკერზე?
2016 წელს, ევროპული პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფერენდუმი გაიმართა: დიდმა ბრიტანეთმა, უფრო სწორად, ბრიტანელების 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირეს მხარი. 52%-იანი გამარჯვება 48%-ის წინააღმდეგ - სავარაუდოდ, ეს შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე ძვირადღირებულ კოინფლიპად შეიძლება შეფასდეს.
რეფერენდუმი 2 წლის წინ გაიმართა. მის შედეგებამდე ბრიტანელებს ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ონლაინ გამოცემა PokerNews ინგლისელ მოთამაშეს, ბუკმეიკერსა და ადგილობრივ პოლიტიკურ სამზარეულოში ჩახედულ ადამიანს - ნილ ჩენინგს ესაუბრა და იმ საკითხების გარკვევას ეცადა, რომელთა წინაშეც ბრიტანელი მოთამაშეები, პოკერის მოყვარულები და ორგანიზატორები შეიძლება აღმოჩდნენ.
"ონლაინ პოკერის შემთხვევაში, მოთამაშეების ნაცვლად, 'ბრექსითის' გავლენას კომპანიები იგრძნობენ, - ყვება ჩენინგი, - მოთამაშეების უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, სად არიან დარეგისტრირებული პოკერის ოპერატორები. კომპანიებს ლიცენზიების აღება ევროკავშირში მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები, მაგალითად, მალტაში გაიზრდება, ხოლო გიბრალტარის რეგიონში პირიქით - მოთხოვნასთან ერთად, ფასებიც დაეცემა."
რამდენადაც პოკერის 3 ყველაზე დიდ ოპერატორს ლიცენზია ოფშორულ ზონებში აქვს მიღებული, PokerStars-ს, PartyPoker-სა და 888poker-ს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. "სავარაუდოდ ლაივ პოკერის მდგომარეობა ბრიტანეთში გაუარესდება, - ამბობს ჩენინგი, - უკანასკნელ წლებში, ლონდონი დიდი თამაშებისთვის არამიმზიდველ ლოკაციად იქცა. ეს იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ დიდი ტურნირის გასამართად შესაბამისი ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს. ევროკავშირიდან გამოსვლა ბრიტანულ ლაივ პოკერს კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს. ეს ყველაფერი დიდ და გლობალურ ივენთებს შეეხებათ, როგორიც, მაგალითად, EPT-ია. რაც შეეხებათ პატარა ტურნირებს, რომლებსაც Unibet, GUKPT და Sky Poker Tour მართავენ, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან. მსგავსი ღონისძიებები ადგილობრივ მოთამაშეებზეა გათვლილი და ისინი უცხოელებისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენენ."
ბრიტანული ვალუტის ბოლოდროინდელმა ვარდნამ ევროსთან მიმართებაში, შესაძლოა ახალი სიტუაცია შექმნას: "მართალია, დიდი ტურნირების ორგანიზატორები ჩვენი მიწით აღარ დაინტერესდებიან, მაგრამ არის მეორე გარემოებაც - ფუნტის გაუფასურება. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელ მოთამაშეებს ევროთი და დოლარით მეტი ფუნტ სტერლინგის ყიდვის საშუალება მიეცემათ, რაც გაიფებულ ბაი-ინებსა და საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფუნტის მდგომარეობა 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდეს. პოკერის ოპერატორები ამ მოვლენას მტკივნეულად არ უყურებენ - მათ რეგულაციები და გადასახადები გაცილებით მეტად ადარდებთ, ვიდრე სავალუტო ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი. ბოლო დროს, ბრიტანეთში აზარტულ თამაშებზე გადასახადი გაიზარდა, რაც პოკერს კიდევ დამატებით საფრთხეს უქმნის."
ფინანსური საკითხების გარდა, შესაძლოა, მოგზაური მოთამაშეები ვიზასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსაც წააწყდნენ. როგორც წესი, მოთამაშეების უმეტესობა არაორგანიზებულია და მსგავსი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება იმდენად ეზარებათ, რომ გარკვეულ რეგიონებში მოგზაურობაზე უარსაც კი ამბობენ. ეს გარემოება, სავარაუდოდ, ბრიტანულ პოკერს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს გახდის.