ყველაზე წარმატებული ოჯახი ონლაინ პოკერის ისტორიაში
სავარაუდოდ, როცა პოკერის მოთამაშეთა ოჯახზე ლაპარაკობ, პირველი აზრი ენი დიუკსა და ჰოვარდ ლედერერზე მოვა. მაგრამ როცა საქმე ონლაინ პოკერს ეხება, კიდევ ერთი ამერიკული ოჯახი უნდა ვახსენოთ: ჰაკ დენგი და მისი ძმა - დი დენგი უპირობო ლიდერები არიან.
HighStakesDB-ის მონაცემებით, რომელიც ონლაინ მოთამაშეების ტრეკინგს ახორციელებს, ჰაკ დენგი ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიის მე-7 პოზიციას იკავებს. PokerStars-ზე მისი ექაუნთი, რომელსაც barcode-ის სახელით იცნობენ, $2 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ითვლის. Full Tilt Poker-ის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სადაც ის trex313-ით თამაშობდა, დენგის ანგარიშზე $6.759.566 მოგებაა.
ჰეკ დენგის მდგომარეობა საკმაოდ უცნაურია, რადგან ყველაზე შემოსავლიანი გრაინდერის ტიტულის მოსაპოვებლად ის არამხოლოდ სხვა მოთამაშეებს, არამედ საკუთარ ძმას ეპაექრება. დი დენგი, რომელიც ონლაინ პოკერის სამყაროში Urindanger-ის ნიკითაა ცნობილი, $8 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ითვლის.
რა თქმა უნდა, საუკეთესო რომ გახდე, ასევე საუკეთესოებს უნდა ეთამაშო. ჰეკ დენგმა ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ გაილაშქრრა, როგორებიც ტიმოფეი კუზნეცოვი, ლივიუ იგნატი და იენს კილონენი არიან. ერთ-ერთი დიდი ბანკი, რომელიც მას ლეგენდარულმა ილარი საჰამისმა 'გადაუხადა', $317.670 დოლარს შეადგენდა. მის მსხვერპლებს შორის მე-2 და მე-3 ადგილებს ბენ ტოლერენი და რონი კაისერი ინაწილებენ.
წარმატებული სტარტის შემდეგ, ძმებმა ფართო პუბლიკასთან ურთიერთობა გადაწყვიტეს და ფილ გალფონდის RunItOnce-ისთვის სატრეინინგო ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ ლაივ პოკერის კარიერაში ძმებს, ფაქტიურად, არანაირი მოგება არ აქვთ. მათი სათამაშო ისტორია მთლიანად ონლაინ სივრცეშია მოქცეული.