დუბლინური Unibet Open Main Event პოლ ჰოლდერნესმა მოიგო
Bonnington Hotel-ში მიმდინარე Unibet Open Dublin Main Event ბრიტანელი პოლ ჰოლდერნესის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტულთან ერთად, €74.900 ევრო მიიღო. მან გამარჯვების მოპოვება 359 მოთამაშეს შორის შეძლო. ჰოლდერნესისთვის დუბლინური მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა: მეინ ივენთის მოგებამდე მან Unibet Open-ის €2.200 ევროიანი ტურნირის მე-2 ადგილი დაიკავა.
ტურნირზე დარეგისტრირებული 359 მონაწილიდან, ფულში 47 მოთამაშე შევიდა. საერთო ჯამში, €250.000 ევროიანი ტურნირის საპრიზო ფონდი €359.000 ევრომდე გაიზარდა. მონაწილეთა უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენდნენ. 'ბრექსითის' ძალაში სრულ შესვლამდე, ეს ერთ-ერთი ბოლო დიდი ტურნირი იყო, რომელმაც ევროპელ მოთამაშეებში ინტერესი გამოიწვია.
34 წლის მოთამაშემ ფინალურ ჰედს-აპში ფრანგი ჟულიენ კრონი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლა ბრიტანელმა ჩიპების მნიშვნელოვანი დეფიციტით დაიწყო, როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას ერთი წამითაც კი არ უნერვიულია. შედეგიც სახეზეა: წარმოუდგენლად რთული ბლეფის დახმარებით, როცა ჰოლდერნესს მხოლოდ მაღალი 6 ეჭირა, მან სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და დიდი სტეკის მისაკუთრება მოახერხა. ჟულიენ კრონს, მეორე ადგილისთვის, €46.550 ევრო შეხვდა.