Red Dragon High Roller-ის ფინალში რომა არნომ რუი კაო დაამარცხა

შაბათ-კვირას, სამხრეთ კორეაში PokerStars-ის აზიურმა სერიებმა, Red Dragon-მა აიღო სტარტი. ჯეჯუში მიმდინარე ფესტივალ ჰაი როლერ ტურნირით გაიხსნა. ტურნირის საპრიზო ფონდი ₩60 მილიონ სამხრეთ კორეულ ვონს შეადგენდა, რაც დაახლოებით $54.000 დოლარია. 30 მონაწილის რეგისტრაციისა და 14 რე-ბაის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდი $2.23 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

ფინალურ ჰედს-აპში ფრანგმა რომა არნომ ტაილანდური წარმოშობის ასევე ფრანგი მოთამაშე, რუი კაო დაამარცხა და $668.000 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. 

ამ გამარჯვებამდე, არნოს საუკეთესო ანაზღაურება 2016 წლით თარიღდება, როდესაც მან Triton Super High Roller-ზე მე-9 ადგილი აიღო და $207.429 დოლარი მოიგო. რომა არნოს სატურნირო კარიერა შთამბეჭდავი ციფრებით არ გამოირჩევა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ არნო ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმ რეგულარია. მისი მოგება არ აღირიცხება, მაგრამ აზიურ ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმს რომ დიდი ბანკროლი ესაჭიროება, ეს ცხადია. 

ჰედს-აპის დროს, არნომ და კაომ საპრიზო თანხის ნაწილი ICM-ის მიხედვით გაყვეს, ხოლო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და რამდენიმეათასიანი ჯილდო სათამაშოდ დაიტოვეს. თამაში შეიძლება გადაჭარბებული სიტყვა იყოს, რადგან მოთამაშეები 'ბრმა ოლ ინებზე' შეთანხმდნენ. QJ5AJ ბორდზე, არნოს K8-ს კაოს T2 დაუპირისპირდა. "ფინალურ მაგიდაზე ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ რუი კაოსთან დაპირისპირება ყველაზე მეტად გამიხარდა, - თქვა გამარჯვების შემდეგ ფრანგმა მოთამაშემ, - კაო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ტურნირის მოგება სასიამოვნო შეგრძნებაა, რაც ქეშ-გეიმ მოთამაშეებს ძალიან აკლიათ."

 

რუმები

ქართული უცხოური