ტომ დუანი Aria-ს ქეშ-გეიმზე გამოჩნდა
სულ რაღაც ერთი დღის წინ ტომ დუანი Aria-ში მიმდინარე ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმზე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, დუანის თამაშის ნახვა ყველას უნდა, მაგრამ განსაკუთრებულად აღტაცებული 2018 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონი ჯონ სინი ჩანდა.
სურათი ვეტერანმა გემბლერმა, ჟან რობერ ბელანმა გადაიღო, რომელიც ლას ვეგასის კაზინოების, განსაკუთრებით კი - პრივატული ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების ხშირი სტუმარია. დუანის გარეგნობას ბელანის 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა: "აი რა გემართება, როცა 10 წლის განმავლობაში ღამეებს კომპიუტერთან ატარებ, დღე კი გძინავს." განსაკუთრებული ყურადღება მისმა შეხვეულმა ხელმა მიიპყრო: "ტრიადის ბოსებმა ტომს ხელი მოტეხეს?" - რამდენიმეწლიანი გაუჩინარების შემდეგ, უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, რომ ტომ დუანი ჩინურ მაფიას ჰყავდა დატყვევებული.
ჟან რობერ ბელანმა საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ცოტა ხნის წინ, WSOP-ის ჩემპიონი ჯონ სინი პოკერის ლეგენდას - ტომ დუანს Aria-ში შეხვდა." რა თქმა უნდა, სინის მსგავსი ენთუზიასტისთვის პოკერის ლეგენდასთან შეხვედრა დიდი სიხარულის მომტანი უნდა იყოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დუანის წინ $250.000 დოლარის ღირებულების ჩიპების სტეკი დევს, სინის სიხარული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ჯონ სინმა 2018 წელს $8.8 მილიონი დოლარი მოიგო. მსგავსი ბანკროლით ნებისმიერი მოთამაშე მისცემს თავს უფლებას, ძვირადღირებული ქეშ-გეიმები ითამაშოს და თავის კუმირებს შეხვდეს, მაგრამ რამდენი ხანი გაუძლებს მისი ბანკროლი მსგავს ლიმიტებს, უკვე სხვა საკითხია...