პოკერიდან ჩოგბურთში - ფილ ჰელმუტის ახალი სანაძლეო
ფილ ჰელმუტის აღწერისას რამდენიმე წინადადება შეიძლება გამოვიყენოთ: პოკერის მაგიდასთან ჩხუბი, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და, რა თქმა უნდა, სანაძლეოების გადაჭარბებული სიყვარული, განსაკუთრებით თუ საქმე სპორტს ეხება. ფილ ჰელმუტმა წარსულში ანტონიო ესფანდიარის, შონ დიბის, ტონი ჯისა და დაგ პოლკის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშა. უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში მისი ბეთები წარმატებით სრულდებოდა.
ამჯერად, ფილ ჰელმუტმა საკუთარი ბედი ჩოგბურთში სცადა. "ჩვენ ორი პროფესიონალი ჩოგბურთელი დავიხმარეთ, - წერდა ნოემბერში ჰელმუტი საკუთარ 'ტვიტერზე', - $7.000 დოლარი დავდე, რომ 20 ცდიდან 80MPH-იან მოწოდებას ერთხელ მაინც ავიღებდი. ამის შემდეგ $2.000 დოლარს ჩამოვედი $16.000-ის წინააღმდეგ, რომ 20 მოწოდებიდან ერთს მაინც მოვიგებდი. ვიცი, რომ მოყვარული ვარ, მაგრამ აშკარა უპირატესობა მაქვს."
გასულ კვირას WSOP-ის 15 სამაჯურის მფლობელმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მის მიერ გათამაშებული დარიგებაა აღწერილი. რა თქმა უნდა, ჰელმუტი 'შესანიშნავი' მოთამაშე აღმოჩნდა და, მართლაც, ერთ-ერთი მოწოდების მოგება შეძლო.