EPT Prague €50.000-ის გამარჯვებული მატიას აიბინგერი გახდა
PokerStars-ისა და EPT-ის კოლაბორაციით გამართულ €50.000 ევროიან ჰაი როლერზე მატიას აიბინგერმა თავბრუდამხვევი მოვლენები გამოიარა: პრაღაში ჩასვლის შემდეგ, აიბინგერი განოლების საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ გაორმაგების შემდეგ, ავსტრიელმა სალიდერო პოზიციებზე დაბრუნება და, საბოლოოდ, ტურნირის მოგება შეძლო.
ტურნირის მე-3 დღეს, საწყისი 40 მონაწილიდან, ფინალურ მაგიდას მხოლოდ 4 მოთამაშე შემორჩა. მძიმე ჩავარდნის შემდეგ, საბოლოო დღისთვის, მატიას აიბინგერი ტურნირის ჩიპების 50%-ზე მეტს აკონტროლებდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩეხეთის მიწაზე ავსტრია-უნგრეთის იმპერიალისტული სენტიმენტები 21-ე საუკუნეშიც გამოცოცხლდა: ავსტრიელის მთავარი მეტოქე, უნგრელი ანდრაშ ნემეტი გამოდგა.
ხუმრობას თუ გვერდით გადავდებთ, აიბინგერსა და ნემეტს შორის არანაირი თანამშრომლობა არ შემდგარა. ორივე მოთამაშემ მძიმე ბრძოლა გადაიტანა: ერთ-ერთ ეპიზოდში, აიბინგერის A5 ნემეტის AK-თან დამარცხდა, რითიც უნგრელმა გაორმაგება შეძლო. ამის შემდეგ, ავსტრიელმა წარუმატებელი ბლეფის წყალობით, საკუთარი სტეკის სოლიდური ნაწილი კვლავ უნგრელს გადასცა. ნემეტმა ჩიპლიდერის პოზიციას მოლდოველი პაველ პლესუვის გაგდების შემდეგ მიაღწია. ნემეტისთვის ჰაი როლერ ტურნირები უცხო ხილს ნამდვილად არ წარმოადგენს, მან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს მოპოვებული უპირატესობა. ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ უნგრელმა ჩინელი ლიან სი გამოთიშა თამაშს და ჰედს-აპი მოწინააღმდეგეზე 2-ჯერ დიდი სტეკით დაიწყო.
ჰედს-აპის დაწყების შემდეგ, აიბინგერს კიდევ ერთხელ დაუდგა კრიტიკული მომენტი. ამჯერადაც, წარუმატებელი ბლეფის გამო, მისი სტეკი 1-9 ანდერდოგი აღმოჩნდა. მძიმე სიტუაციაში ფორტუნა ავსტრიელის მხარეს შემობრუნდა: მან ჯერ მეტოქეს კარტის დაყრა აიძულა, შემდეგ კი A2-ით 88-ის წინააღმდეგ პრეფლოპ ოლ ინი მოუგო. საბოლოოდ, აიბინგერმა A9-ით AT-ის წინააღმდეგ, ტურნირისა და კარიერაში საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურების - €653.000 ევროს მიღება შეძლო. მატიას აიბინგერის 2018 წლის სატურნირო შემოსავალი $4.026.169 დოლარს შეადგენს.