გას ჰენსენი Bobby's Room-ში $3.000/6.000 ქეშ-გეიმს ესწრება

"მე 'ბელაჯიოს' ჰოლს მივუყვები და მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ჩანს, წელს შობა ნაადრევად მოვა..." - ამ სიტყვებით გას ჰენსენმა თავის გულშემატკივრებს 'ინსტაგრამის' საშუალებით მიმართა. დანიური წარმოშობის ლეგენდარული გემბლერისთვის მსგავსი მისტიციზმი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ფანებს ისღა დარჩენიათ, გამოიცნონ და ივარაუდონ, თუ რა იგულისხმა მათმა კუმირმა ბუნდოვანი ფრაზის მიღმა. 

სინამდვილეში, გას ჰენსენი 'ბელაჯიოს' ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილისკენ - Bobby's Room-ისკენ მიემართება, სადაც პრივატული ქეშ-გეიმ სესიები იმართება. ამჯერად, როგორც ცნობილი ხდება, ჰაი როლერები $3.000/$6.000 ლიმიტზე ითამაშებენ. ჰენსენი მაგიდას დოილ ბრანსონთან, ენდრიუ რობლთან, დენიელ ქეითსთან, მეტ ბერკისთან და სკოტ სივერთან ერთად მიუჯდება. თამაშის რომელი მონაწილე შეასრულებს მისთვის სანტა კლაუსის როლს, ჯერ უცნობია. 

$3.000/$6.000-იანი ლიმიტი იმას ნიშნავს, რომ მაგიდაზე მილიონობით დოლარი იტრიალებს. ქეშ-გეიმი შემდეგ კვირას დაგეგმილი ტურნირის მოსამზადებელ ფაზად შეიძლება ჩაითვალოს: Bellagio-ში $300.000 დოლარიან Super High Roller Bowl-ს ელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კაზინო პოკერის ვარსკვლავებით იქნება სავსე. 

რუმები

ქართული უცხოური