WSOPC Sydney Main Event-ზე ალექს ლინკსიმ $303.705 დოლარი მოიგო
7 დღიანი დამღლელი ბრძოლის გამარჯვებული ავსტრალიელი ალექს ლინსკი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში მეტ პონგრასი დაამარცხა და A$442.796 ავსტრალიური დოლარი მოიგო, რაც დაახლოებით $303.705 აშშ დოლარის ექვივალენტია. 2018 წლის WSOP International Circuit Sydney Main Event-ზე, რომელიც Star-ში გაიმართა, 1.191 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირზე დასასწრებად მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარ კედლებში თამაშს პოკერშის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
"ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა, - ყვება ლინსკი, - მე დაახლოებით 7-8 საათიან ფინალურ მაგიდას ველოდი, მაგრამ თამაში ძალიან ჩქარა მიდიოდა. განსაკუთრებით გამაკვირვა 5 მოთამაშის 45 წუთში გამოთიშვამ."
რაც შეეხება ფინალურ ჰედს-აპს: "მნიშვნელოვან სვინგებს ვხედავდი. ერთ მომენტში, 4 მილიონ ჩიპამდე ჩამოვედი, როცა პონგრესის სტეკი 30 მილიონ ჩიპს ითვლიდა. რამდენიმე გაორმაგების შემდეგ, ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ დასრულდა."
WSOP-ის მეინ ივენთზე ალექს ლინსკიმ მე-7 პოზიცია დაიკავა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ტურნირის მოგებას, თუნდაც ნაკლები ანაზღაურებით, გაცილებით დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია, ვიდრე მსოფლიოს მთავარი სატურნირო ღონისძიების ფინალურ მაგიდაზე ყოფნას.