ჰენრიკ ჰეკლენმა EPT Prague €10.000 High Roller მოიგო

თითქმის 3 საათიანი დაძაბული ჰედს-აპის შემდეგ, EPT Prague-ის €10.300 ევროიანი  ჰაი როლერ ივენთის გამარჯვებული დანიელი ჰენრიკ ჰეკლენი გახდა, რომელმაც პირველობისთვის ბრძოლაში გერმანელი ოლე შემიონი დაამარცხა. 

ჰეკლენმა, შეიძლება ითქვას, რომ ჭრილობები მოიშუშა - EPT Prague-ის მეინ ივენთს ის 23-ე პოზიციიდან გამოეთიშა. ამჯერად, 259 მონაწილიან ფილდზე დანიელმა საუკეთესო შედეგი დადო და წინა ტურნირთან შედარებით ბევრად სოლიდური - €503.700 ევროიანი ანაზღაურება მიიღო. 

ფინალური ორთაბრძოლა შეიძლება მკლავჭიდს შევადაროთ, როცა ვერცერთი ოპონენტი მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებს. 3 საათიანი მძიმე და დამღლელი ბრძოლის შემდეგ, ჰეკლენმა QQ-ით პრეფლოპ უპირატესობის შენარჩუნება და გადამწყვეტი დარიგების მოგება შეძლო. შემიონმა მე-2 ადგილისთვის €334.900 ევრო მიიღო. 

"ორი ტურნირი ერთად არასდროს არ უნდა განიხილო, - ყვება ჰეკლენი, - მიუხედავად ამისა, მეინ ივენთზე დასანანი წაგების სანაცვლოდ, საკმაოდ კარგი ანაზღაურება მივიღე, რამაც მიღებული წყენა შემიმსუბუქა."

რუმები

ქართული უცხოური