კრისტენ ბიკნელი - 2018 წლის საუკეთესო მოთამაშე ქალი
ქალების ხვედრითი წილი პოკერში შესამჩნევად დაბალია. თამაშში მათი ინტეგრაციისთვის დამატებითი ტურნირები და ღონისძიებები ეწყობა. სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი ტურნირები, ერთის მხრივ, სექსისტურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი საერთო საქმეს წაადგება, თუ ქალებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობები, შედარებით დაბალი ბაი-ინის, მაგრამ მაინც მასშტაბურ ტურნირებზე გამოსცადონ, რაც მათ გამოცდილებას მნიშვნელოვნად გაზრდის, მაშინ ასეთ ღონისძიებებს შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ.
პოკერის ისტორიაში ყოფილან წარმატებული ქალები, მაგალითად, ჯენიფერ ჰერმანი, რომელმაც ოფიციალურად ყველაზე დიდი ქეშ-გეიმი ითამაშა, $25.000/$50.000 ბლაინდების პირობებში. გამორჩეულად წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჰერმანს ოფიციალური ჯილდო არცერთი ორგანიზაციისგან არ მიუღია. GPI მსგავსი შეცდომების გამოსწორებას ისახავს მიზნად და წარმატებულ ქალ მოთამაშეებს დამატებით მოტივაციას აძლევს.
სწორედ მეტი ინტეგრაციის მიზნით, Global Poker Index-მა არამხოლოდ წლის მოთამაშე - ტიტული, რომელიც ალექს ფოქსენს ხვდა წილად, არამედ საუკეთესო ქალი მოთამაშეც დაასახელა. 2016 წლის დეკემბერში კრისტენ ბიკნელს სულ რამდენიმე ადგილი დააკლდა, რომ კარიერაში უმნიშვნელოვანესი ტიტული მოეპოვებინა. ამჯერად, წარმატებული 12 თვიანი გრაინდინგის შემდეგ, ის 2018 წლის საუკეთესო ქალი მოთამაშე გახდა.
კრისტენ ბიკნელი ონლაინ გრაინდერი იყო, რომელმაც Supernova Elite-ის სტატუსს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ის კაზინოებში იშვიათად თამაშობდა, 2013 წელს, WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიგო. 2015 წლიდან კი აქტიურად გადაინაცვლა სატურნირო პოკერში და WSOP-ის მე-2 ოქროს სამაჯურიც მოიპოვა.
მიმდინარე წელს, ბიკნელმა გასული წლების შეცდომები გაითვალისწინა და მსოფლისო გარშემო მოგზაურობა დაიწყო, რათა გაცილებით მეტ ტურნირზე დასწრების საშუალება ჰქონოდა. საბოლოოდ, ყველაფერი 28 საპრიზო ადგილით და $1.095.611 დოლარიანი პლუსით დასრულდა. "ძალიან ბევრი წარმატებული ტურნირი მქონდა, მაგრამ ბევრი იმედგაცრუებაც მახსენდება, - ყვება ბიკნელი, - მოგზაურობამ ჰაი როლერ ივენთებზე დასწრების დასწრების საშუალება მომცა, რისი შესაძლებლობაც მანამდე არ მქონია."