ვლოგერი ენდრიუ ნიმის პირველი ჰაი როლერ ტურნირი
ენდრიუ ნიმი ამერიკელი მოთამაშეა, რომელიც საშუალო ლიმიტის ქეშ-გეიმ გრაინდინგის გარდა, ვიდეო-ბლოგინგითაცაა დაკავებული. სულ ცოტა ხნის წინ, მისი 'იუთუბის' გვერდმა 100.000 გამომწერს გადააჭარბა, რაც ვლოგერისთვის დიდი გარღვევა აღმოჩნდა. ნიმის კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დადგა: ის ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირს თამაშობს, რომლის ბაი-ინიც $25.000 დოლარია. შესაძლოა, ჩვენ ახალ ჰაი როლერ ვარსკვლავთან გვქონდეს საქმე, რომელიც 2019 წლის სატურნირო სივრცეს სრულად დაიპყრობს.
"სიხარულის და ნერვიულობის ნაზავს ვგრძნობ, - ყვება ნიმი PokerStars Players Championship-ის პირველ დღეს, - ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად და ნელა ვითამაშო, რადგან პირველ დღეს არსად მეჩქარება. $25.000 დოლარიანი ტურნირები ჩვეულებრივი მოვლენა ნამდვილად არ არის. მე ქეშ-გეიმით ვარ დაკავებული და ძირითადად $1.500 დოლარიან ტურნირებს ვთამაშობ. WSOP-ის მეინ ივენთი ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იყო, რაც აქამდე მითამაშია."
როგორც წესი, ლიმიტის აწევა საკუთარი ხარჯებით ხდება, მაგრამ ენდრიუ ნიმის ისტორია განსხვავებულია. PokerStars-მა მას $30.000 დოლარიანი Platinum Pass მიიღო, რაც ბაი-ინის გარდა მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებსაც ფარავს. როგორც ნიმი ამბობს, საკუთარი თამაშის 20% Stake Kings-ს მიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, მოგების 20%-ს Stake Kings-ს მიიღებს.