ძმები გრინვუდები PSPC-ის $25.000-იან ჰაი როლერზე
ენი დიუკი და ჰოვარდ ლედერერი, ძმები სტეპლსები, მაიკლ და რობერტ მიზრაქები... ოჯახური გაერთიანებები, რომლებმაც პოკერში წარმატებას მიაღწიეს არც ისე ბევრია. ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი ოჯახური შეკრება გრინვუდებმა მოაწყვეს. სემ, ლუკას და მაქს გრინვუდები PokerStars Players Championship-ის $25.000 დოლარიანი ჰაი როლერისთვის შეიკრიბნენ და საპრიზო ადგილებზე გასვლა მოახერხეს.
სემი და ლუკი აქტიური მოთამაშეები არიან. მაქსი 3 წელზე მეტია რაც პოკერს ჩამოშორდა, მაგრამ PSPC-ისთვის შეკრება მაინც შეძლეს. საერთო ჯამში, მათი სატურნირო შემოსავალი $17 მილიონ დოლარს აღწევს.
ძმებმა 1.039 მონაწილიან ფილდში მე-3 დღემდე მიაღწიეს და 181 მოთამაშეს შორის მოხვდნენ. ლუკ გრინვუდს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. ძმებიდან ის პირველი აუტსაიდერი აღმოჩნდა. "მთელი დღე შორტ სტეკი ვიყავი, - ყვება ლუკ გრინვუდი, - მნიშვნელოვანი მომენტებიც არ მქონია, ასე რომ გავარდნა სრულიად ნორმალური იყო. მაქსს დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ამ ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოვიდა."
მაქს გრინვუდის ანგარიშზე WSOP-ის ოქროს სამაჯური და $2 მილიონ დოლარამდე სატურნირო შემოსავალია. ბოლო წლებში ის თავის მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. "პირველი ადგილისთვის $1.000.000 იყო დაწესებული, თანაც ტურნირს საკომისიო არ ჰქონდა. ვიფიქრე, რომ თამაში ღირდა" - ამბობს მაქსი. მართალია, ტურნირის მე-4 დღეს სამეული ვეღარ შედგება, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, მთავარი მოვლენა მათი გაერთიანება იყო.