რაინერ კემპემ $50.000-იანი High Roller მოიგო, $908.100-ით პირველი ა დგილისთვის
PSPC-ზე მოვლენები სულ უფრო იძაბება და საინტერესო ხდება. $25.000 დოლარიან Single Day High Roller-ის მე-4 ადგილზე გასვლის შემდეგ, დღეს, რაინერ კემპემ ფსონები გაზარდა და $50.000-იანი Single Day High Roller მოიგო. პირველი ადგილისთვის დაწესებული $908.100 დოლარი გერმანელმა მოთამაშემ ალექს ფოქსენის დამარცხების შემდეგ მიიღო.
რაინერ კემპემ 2019 წელი შესანიშნავად დაიწყო: პირველი თვის 2 დღეში $1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი. Global Poker Index-ის წლის მოთამაშის სტატუსისთვის, ნამდვილად არაჩვეულებრივი სტარტია.
ტურნირს 64 მონაწილე ჰყავდა, რომლებმაც 29-ჯერ გააკეთეს რე-ბაი. საერთო ჯამში, საპრიზო ფონდმა $3.104.640 დოლარი შეადგინა, რაც პირველ 9 მონაწილეს შორის განაწილდა, ყველაზე დაბალი - $90.040 დოლარიანი ანაზღაურებით. ფულში შესვლა ისეთმა სახელებმა ვერ შეძლეს, როგორებიც სტივ ო'დუაიერი, დომინიკ ნიცშე, მიკიტა ბადიაკოვსკი და ადრიან მატეოსი არიან. PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრმა, იგორ კურგანოვმა დარჩენილი 8 ბიგ ბლაინდი 44-ის იმედად შეიტანა მაგიდის ცენტრში, რასაც კრისტოფ ვოგელსანგისგან A9-ით ქოლი მოჰყვა. გერმანელმა დაბალი სთრეითის აწყობა მოახერხა და რუსი მოთამაშე ტურნირს გამოთიშა.
$50.000 Single Day High Roller-ის პირველი 9 პოზიცია ასე გადანაწილდა
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | რაინერ კემპე | გერმანია | $908.100 |
2 | ალექს ფოქსენი | აშშ | $651.980 |
3 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | $423.780 |
4 | დენიელ დვორესი | აშშ | $319.780 |
5 | კრისტოფ ვოგელსანგი | გერმანია | $248.380 |
6 | ევან მატისი | აშშ | $192.480 |
7 | შტეფენ სონტაიმერი | გერმანია | $152.120 |
8 | ბილ პერკინსი | აშშ | $117.980 |
9 | ჯეისონ კუნი | აშშ | $90.040 |