ტიმოთი ადამსმა PCA-ის ტურნირი 'ჯოკერით' მოიგო
როცა საქმე ჰაი როლერ ტურნირს ეხება, როცა მოთამაშეები მაგიდასთან მოსახვედრად ათიათასობით დოლარს იხდიან, ტურნირის ორგანიზატორები გაცილებით გახსნილები ხდებიან და წესებიც გაცილებით ლიბერალურ ხასიათს იძენენ. ასე მოხდა PCA-ის $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის დროსაც, რომელიც თავდაპირველად $100.000 დოლარიან ტურნირად იყო ჩაფიქრებული.
მხოლოდ 2 მოთამაშის რეგისტრაციის შემდეგ, PCA-ის ადმინისტრაციამ ბაი-ინის განახევრება და თამაშის 3 საათით გადაწევა გადაწყვიტა. ენტრანტების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, რომლებმაც 40 წუთის ნაცვლად, 20 წუთიანი ლეველები მოითხოვეს, ხოლო ულიმიტო რე-ბაის უფლება, ერთი რე-ბაით შეცვალეს.
სტივ ო'დუაიერი პირველი იყო, ვინც ტურნირს გამოეთიშა. დომინიკ ნიცშეს ფლეშმა იგორ კურგანოვს რე-ბაის გაკეთება აიძულა. სტივენ ჩედვიკმა, ერთ დარიგებაში, აიზიკ ჰექსტონისა და სეთ დევისის გაგდება შეძლო. ნელ-ნელა 8 მონაწილიანი ფინალური მაგიდაც შედგა, რომელიც საკმაოდ ინტერნაციონალური აღმოჩნდა: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და კანადა - ყველა ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა.
სტივენ ჩედვიკისთვის, რომელმაც ტიმოთი ადამსს ფინალური მეტოქეობა გაუწია, მიმდინარე PCA წარმატებული აღმოჩნდა. ყოველ ნათამაშებ ტურნირზე, ბრიტანელმა ფულში შესვლა მოახერხა. ჩედვიკის ზამთრის შემოსავალი PCA-ის სერიების დასრულების შემდეგ შეჯამდება.
ფინალური ჰედს-აპის დაწყების შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორები კიდევ ერთ დათმობაზე წავიდნენ. "შენც იგივეზე ფიქრობ, რაზეც მე?" - ჰკითხა ჩედვიკმა ადამსს. მოთამაშეებმა ადმინისტრაციას მიმართეს, ჩიპქაუნთის მიხედვით საპრიზო ანაზღაურება გადაანაწილეს და კარტის დასტაში ჯოკერის დამატება მოითხოვეს. უნდა ითქვას, რომ ჰედს-აპის დასაწყისისთვის ჩედვიკს გაცილებით მეტი ჩიპი ჰქონდა, რამაც მისი ანაზღაურება $423.822 დოლარით, ხოლო ადამსის - $350.978 დოლარით განსაზღვა. ჰედს-აპის მონაწილეებმა სათამაშოდ გამარჯვებულის ტიტული და $21.530 დოლარი დაიტოვეს.
ულიმიტო ჰოლდემში, როგორც წესი, ჯოკერის ადგილი არ არის, მაგრამ თუ მოთამაშეები შეთანხმდებიან, მაშინ ის ე.წ. wild card-ის ფუნქციას ასრულებს. მოთამაშის ხელში ჯოკერი იმ კარტად იქცევა, რომელიც მას საუკეთესო კომბინაციის დასრულებაში დაეხმარება. გადამწყვეტი დარიგების დროს, სტივენ ჩედვიკმა AJ-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც ადამსმა Q და ჯოკერი დაუპირისპირა. რა თქმა უნდა, კანადელის ხელი გაცილებით ძლიერი იყო. 7Q4A6 ბორდზე, ტიმოთი ადამსის ჯოკერი მეორერ 'ქალად' გადაიქცა და მას QQQ სეტი მისცა.
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ტიმოთი ადამსი | კანადა | $372.508 |
2 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | $423.822 |
3 | ალექს ფოქსენი | აშშ | $207.040 |
4 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $149.720 |
5 | იგორ კურგანოვი | რუსეთი | $121.040 |