"მე არ ვთამაშობ GTO-ს. ჩემი თამაში GTO-ს უგებს" - ფილ ჰელმუტი

ცოტა ხნის წინ, Cardschat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფილ ჰელმუტმა ის მოთამაშეები გააკრიტიკა, რომლებიც ე.წ. GTO-ს (Game Theory Optional) თამაშობენ: "მე GTO-ს არ ვთამაშობ. ჩემი თამაში GTO-ს უგებ."

ლეგენდარული მოთამაშე ბრაზილიაში მიემგზავრება, რათა PartyPoker-ის LIVE MILLIONS-ს დაესწროს. "ისინი, ვინც GTO-ს თამაშობენ, ფლოპზე პატარა ბეთებს ადვილად ღებულობენ. პრაქტიკულად, მუდმივად 'ფლოუტინგის' რეჟიმში არიან. მათ წინააღმდეგ თამაში ჩემი სტილით ძალიან ადვილია. უბრალოდ, ქოლისთვის არაკომფორტული ფსონები უნდა შესთავაზო და ესაა."

GTO-ს გარშემო უამრავი კამათი გამართულა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფილ ჰელმუტის არგუმენტს WSOP-ის 15 ოქროს სამაჯური უმაგრებს ზურგს. 

ორი დღის წინ, PokerNews-თან საუბრისას ფილ ჰელმუტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის PCA-ის ფესტივალს ვერ დაესწრო: "PCA-ზე თამაში ძალიან მინდოდა. ლას ვეგასიდან სპეციალური რეისიც კი დაამატეს ბაჰამის კუნძულების მიმართულებით, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი. თითოეული საღამოს წაყვანაში $50.000 დოლარს მიხდიან."

WSOP-ის რეკორდსმენი რამდენიმე დიდი ტურნირის თამაშს გეგმავს, რომელთა შორისაც $10.300 დოლარიანი მეინ ივენთია, $5 მილიონიანი გარანტირებული საპრიზო ფონდით: "2018-ში ბევრი ტურნირი გამოვტოვე და მივხვდი, რომ სამხრეთ ამერიკული სერიები უნდა მეთამაშა. როცა გავიგე, რომ ფესტივალი ბრაზილიაში იყო დაგეგმილი, გადაწყვეტილების მიღება გამიმარტივდა. მე და ჩემი მეუღლე კარნავალზე დასწრებასაც მოვახერხებთ."

ჰელმუტმა თავისი ძველი მეგობარი, დენიელ ნეგრანუც გააკრიტიკა და თქვა, რომ მის ბოდვას არ მოუსმენს. კანადელი ხშირად აკრიტიკებს Poker Brat-ს თავისი თამაშის სტილის გამო, რასაც ჰელმუტი ბოდვას უწოდებს. 

რუმები

ქართული უცხოური