რაინერ კემპემ Aussie Millions-ის $25K Challenge მოიგო
2015 წელს, Aussie Millions-ზე, რაინერ კემპე მაიკლ სოიზასთან დამარცხდა. ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, გერმანელმა მოთამაშემ, როგორც იქნა, ავსტრალიური პოკერის დაპყრობა მოახერხა და Aussie Millions-ის ბეჭედიც მიიღო.
კემპემ 2019 წლის ფესტივალის AU$25.000-იანი ივენთის პირველი ადგილი ტობი ლუისთან შეთანხმებით გაინაღდა. ტობი ლუისი ავსტრალიური პოკერისთვის უცხო სახელი ნამდვილად არაა - 2018 წელს მან Aussie Millions Main Event მოიგო. ტურნირის მესამე პოზიცია ჩინო რიმს შეხვდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ PCA-ის მეინ ივენთი მოიგო. კემპეს ჩიპლიდი იმდენად დიდი იყო, რომ პირველი ადგილისთვის მან ტობი ლუისის AU$50.000 ავსტრალიური დოლარიც კი მიითვისა. საბოლოოდ გერმანელმა AU$8260.465 ავსტრალიური დოლარი მოიგო, რაც დაახლოებით $595.055 აშშ დოლარის ექვივალენტია.
მიმდინარე წელი რაინერ კემპესთვის შესანიშნავად დაიწყო: ავსტრალიაში ნახევარმილიონიან გამარჯვებამდე ორი კვირით ადრრე, კემპემ PCA $50K Single Day High Roller მოიგო, $908.100 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $19 მილიონ დოლარს გადაცდა. "Aussie Millions-ის ბეჭედს ჩემს ერთ-ერთ პირველ მცდელობაზე მივუახლოვდი, - ყვება კემპე, - სასიამოვნოა, რომ ბოლოსდაბოლოს მიზანს მივაღწიე."
როგორც გერმანელი ამბობს, ავსტრალიაში ოჯახის სრული შემადგენლობით ჩავიდა, რათა შობა დაგვიანებით, თბილ გარემოში ეზეიმათ. AU$50.000-იანი ჰაი როლერის გარდა, კემპე მეინ ივენთის თამაშსაც გეგმავს.