ფილ ჰელმუტმა Borgata Heads-up მოიგო
ფილ ჰელმუტი თავის საყვარელ ადგილს - გამარჯვებულთა სიას დაუბრუნდა. WSOP-ის 15 სამაჯურის მფლობელმა Borgata Winter Poker Open Heads-Up-ის ტიტული მოიგო და თავის $28 მილიონიან კარიერულ შემოსავალს კიდევ $37.248 დოლარი დაუმატა. განმარტებას არ საჭიროებს, რომ ჰელმუტისთვის პრესტიჟი და გამარჯვება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანაზღაურება.
$1.500 დოლარიან ტურნირს 64 ენტრანტი ჰყავდა. თითოეულ წყვილში 3 მატჩი იმართებოდა 'best-of-three' პრინციპით. ფინალურ ფაზაში შესვლამდე, ჰელმუტმა ვენჰაო ინგი, ტიმ რაილი და ტრევის გრინვოლტი დაამარცხა.
უნდა ითქვას, რომ ფილ ჰელმუტისთვის ჰედს-აპ ფორმატი უცხო მოვლენა ნამდვილად არ არის. გარდა იმ გამარჯვებებისა, რომელთა მისაღწევად MTT-ის შემდეგ ჰედს-აპის მოგება იყო საჭირო, ჰელმუტის ანგარიშზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია: 2005 წლის NBC National Heads-up Championship, რომელზეც მსოფლიო პოკერის ელიტა იყო მიწვეული. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ჰელმუტი კრის ფერგიუსონს შეხვდა, რომელსაც 3-დან 2 მატჩი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონმა შემდეგ წელს კვლავ ფინალური ჰედს-აპი დათმო. მან მხოლოდ 2008-ში მოახერხა NBC National-ის ტიტულის მოპოვება. ფილ ჰელმუტმა 2013 წელს კიდევ ერთხელ შეძლო NBC National Heads-up Championship-ის ფინალური სტადიის თამაში, სადაც მაიკ მატუსოუსთან დამარცხდა.
NBC-ისგან განსხვავებით, Borgata-ში პოკერის ელიტა ნამდვილად არ შეკრებილა, მაგრამ ფილ ჰელმუტს საკმაო ძალისხმევა და მთელი თავისი White Magic-ის გამოყენება დასჭირდა, რათა ჯოი კაპელო დაემარცხებინა, რომელმაც მანამდე ჰელმუტის დიდი ხნის 'მტერი' - ოლივიე ბუსკე ჩამოიშორა გზიდან. "ამ ადამიანმა მართლაც საოცრად ითამაშა და ყველაფერი ქნა, რომ საკუთარი ჩიპები არ დაეთმო" - 3 საათიანი დამღლელი ბრძოლის მიუხედავად, ფილ ჰელმუტმა კომპლიმენტები არ დაიშურა მოწინააღმდეგისთვის. როგორც Poker Brat ამბობს, ის მთლიანად ბიზნესზეა გადართული, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ პოკერისთვის უფრო მეტ დროს გამონახავს.