WPT Russia Main Event-ის გამარჯვებული უკრაინელი დენის შაფიკოვი გახდა
სოჭში გამართული WPT Russia Main Event-ის გამარჯვებული უკრაინელი დენის შეფიკოვი გახდა, რომელმაც ყოველწლიური ტიტულის გარდა, $255.000 დოლარი მოიგო.
შავიზღვისპირა კურორტზე დაგეგმილი ფესტივალისთვის საკუთარი ძალები WPT-ისა და PartyPoker-ის გუნდებმა გააერთიანეს. რუსული სერიების მთავარი ღონისძიება $3.000 დოლარიანი ტურნირი იყო, რომელსაც ანატოლი ფილატოვიც ესწრებოდა. ფილატოვმა, სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ქალაქში Sochi High Roller მოიგო $119.730 დოლარიანი ანაზღაურებით. ამჯერად, PartyPoker-ის რუსმა წარმომადგენელმა მხოლოდ 63-ე ადგილზე გასვლა მოახერხა.
რა თქმა უნდა, მეინ ივენთზე რუსი მოთამაშეები დომინირებდნენ, რომლებიც აშკარად ჩაგრავდნენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც სოჭის სერიები განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება. საერთო ჯამში, 503 მოთამაშის რეგისტრაციის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა $1.3 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ფინალურ 6-ეულში 4 რუსი მოხვდა, მაგრამ 3 მათგანს მალევე მოუხდა ტურნირის დატოვება. ბელორუსი იაუშენ კონტუში თამაშს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა, როდესაც ჯიბის 99-ით ალექსეი გორტიკოვის JJ-სთან დამარცხდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, რუსი სწორედ 99-ს ემსხვერპლა და უკრაინელს რუსულ მიწაზე მოპოვებული ნადავლი გაატანა.