Aussie Millions-ზე კერი კატზმა $1.066.000 მოიგო
Aussie Millions-ის AU$100.000-იანი ჰაი როლერი ლეგენდარულმა ამერიკელმა მოთამაშემ, კერი კატზმა მოიგო, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში იოჰანეს ბეკერი დაამარცხა და $1.066.867 დოლარიან პირველ ადგილს დაეპატრონა. ამ გამარჯვებით კატზის საერთო სატურნირო შემოსავალმა $18.000.000 დოლარს გადააჭარბა. მან ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ჯონათან დუჰამელი, დომინიკ ნიცშე და ტომ მარჩესი არიან.
წლევანდელი Aussie Millions განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ავსტრალიურ ფესტივალს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია. გამონაკლისი არც AU$100.000 Challenge იყო, რომელზეც 42 მოთამაშე დარეგისტრირდა. მთელი პირველი დღის განმავლობაში, კერი კატზი ჩიპლიდს ინარჩუნებდა. მე-2 დღისთვის ის რაღაც პერიოდით ჩამოქვეითდა, მაგრამ მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება მალევე შეძლო.
"ჩემი აზრით, მომავალ წელს Aussie Millions კიდევ უფრო გაიზრდება, - ამბობს კატზი, - ავსტრალიაში ყოველთვის განსაკუთრებულად გვმასპინძლობენ. ვფიქრობ, ისინი მოთამაშეების ინტერესებს გაითვალისწინებენ და უფრო მეტ ჰაი როლერ ტურნირს შემოგვთავაზებენ."
ტურნირის მე-4 ადგილი რაინერ კემპემ, ხოლო მე-6 კრისტენ ბიკნელმა დაიკავეს. მათ, შესაბამისად, $452.760 და $288.120 დოლარი მიიღეს. ტურნირში ისეთი მოთამაშეები ღებულობდნენ მონაწილეობას, როგორებიც მანიგ ლუსერი, მაიკლ სოიზა, ევგენი ტიმოშენკო და რიჩარდ იონგი არიან.