ხვალ, 6 თებერვალს ფილ გალფონდის პოკერ-რუმი Run It Once გაიხსნება
ასიათასობით გულშემატკივრის ლოდინს წერტილი დაესვა: ორწლიანი გულმოდგინე შრომის შემდეგ, როგორც იქნა(!) ფილ გალფონდი პოკერ-რუმს ხსნის.
როგორც ლეგენდარული მოთამაშე აანონსებს, Run It Once-ის სოფტის ბეტა ვერსია 6 თებერვალს გაეშვება. პოკერის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ის სიახლეები და სპეციალური მახასიათებლები დატესტონ, რაზეც გალფონდი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა.
2018 წლის სექტემბერში, გალფონდმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც Run It Once-ის რამდენიმე სიახლეზე გააკეთა აქცენტი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ანალიტიკური პროგრამების და ე.წ. HUD-ების სრული აკრძალვა. როგორც გალფონდი ამბობს, რეგულარები მოყვარულ მოთამაშეებს დაბალ საფეხურზე მდგომ გემბლერებად აღიქვამენ და ავიწყდებთ, რომ ერთ დროს თავადაც მოყვარულები იყვნენ. ამიტომაც, Run It Once-ის ინტერფეისი ისე იქნება მოწყობილი, რომ მოყვარული და დამწყები მოთამაშეების რეგულარებისგან გასხვავება ავატერების მიხედვით შეუძლებელი იქნება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე რეიკ-ბექს ეხება: გალფონდის აზრით, საიტისა და ზოგადად პოკერის პოპულარიზაცია აქტიურადაა დაკავშირებული ონლაინ სტრიმინგთან. ის მოთამაშეები, ვინც თამაშების ტრანსლაციას მოახდენენ და საკუთარ სესიებს თვეში 200 საათზე დიდხანს გააშუქებენ, 50%-იან რეიკ-ბექს მიიღებენ. შემდეგ საფეხურები 75% და 100% რეიკ-ბექს ითვალისწინებენ.
რაც შეეხება უშუალოდ რეიკის სისტემას: ის 4%-დან 5.75%-მდე იმოძრავებს, €3.75 და €1 ევროიანი ზედა ზღვარით. ყოველ მაგიდაზე, პერიოდულად, 51%-იანი რეიკ-ბექის სისტემა იმუშავებს: დარიგების უკანასკნელ რაუნდზე, ბანკი 1-დან 1.000 ბიგ ბლაინდამდე გაიზრდება, რაც მოთამაშეებისთვის დამატებით სტიმულს შექმნის. "ზოგიერთ მოთამაშეს რეიკ-ბექი საერთოდ არ ადარდებს, მათთვის დარიგებაში გადახდილი საფასური უმნიშვნელოა, - ყვება გალფონდი, - მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ თუ ფასზე ორიენტირებული მოთამაშეები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ, ეს მათთვისაც კარგი იქნებოდა და იმ მოყვარულებისთვიასც, ვინც რეიკ-ბექით საერთოდ არ ინტერესდება."