ფილ აივის წაგებული სასამართლო პროცესი და დამალული ქონება

მაშინ, როცა მოგებულ საქმეზე $10.16 მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ, კაზინო Borgata-ს ადვოკატებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ფილ აივისა და ლას ვეგასში მდებარე კაზინოს შორის სასამართლო დავა კიდევ უფრო დრამატულ სახეს იძენს.

ნიუ ჯერსის სასამართლომ Borgata-ს სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმისთვის ფილ აივის $10 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა, მაგრამ რამდენადაც საქალაქო სასამართლოს კომპეტენცია მხოლოდ შტატზე ვრცელდება, გადაწყვეტილება აივის ქონების მხოლოდ იმ ნაწილს ეხება, რომელიც ნიუ ჯერსიში მდებარეობს. როგორც ჩანს, მოთამაშე წინასწარ მოემზადა მარცხისთვის და ფული საგულდაგულოდ გადამალა.

კაზინოს ადვოკატებმა ნიუ ჯერსის შტატის სასამართლოსგან, აივის მიერ ნევადის შტატში დაგროვებულ ქონებაზე წვდომა მოითხოვეს. ლას ვეგასში კი, როგორც ამბობენ, აივის 1-2 ტურნირი აქვს მოგებული... 

სულ ცოტა ხნის წინ, მოსამართლემ მართლაც დართო ნება მოსარჩელე მხარეს, აივის მიერ ნევადის შტატში დაგროვებული ქონება მოეძიებინათ. კაზინოს ადვოკატების მტკიცებით, აივის ქონება $100 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაშიც ლას ვეგასსა და მეხიკოში არსებული სახლები, Phil Ivey Enterprises-ის გაერთიანებაში მყოფი აქტივები და სხვადასხვა ბიზნესები შედიან. 

რუმები

ქართული უცხოური