სტივენ ჩედვიკმა US Poker Open მესამედ მოიგო

United States Poker Open სულ 9-ჯერ გაიმართა და აქედან 3-ჯერ ის სტივენ ჩედვიკის გამარჯვებით დასრულდა. შარშან, ბრიტანელმა მოთამაშემ ზედიზედ მე-2 ტიტულის მოგება მოახერხა. ამჯერად, მან 90 მოთამაშისგან შემდგარი ლაინაფი დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტულთან ერთად $216.000 დოლარი მიიღო. 

ამ გამარჯვებით ჩედვიკმა US Poker Open-ის ლიდერობა ადრეულ ეტაპზე მოიპოვა. თუ ეს პოზიცია მან წლის ბოლომდე შეინარჩუნა, ის დამატებით $100.000 დოლარს მიიღებს. "შარშანდელის მსგავსად მიმართლებდა, - ყვება ბრიტანელი, - ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება არ გამჭირვებია, რადგან ტურნირზე ძალიან მოტივირებული მოვედი. ვფიქრობ Aria და Poker Central არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ, რადგან $100.000 დოლარიანი ჯილდო, რომელიც სერიების საუკეთესო მოთამაშეს უნდა გადაეცეს, კიდევ დამატებითი მოტივატორი იქნება."

სტივენ ჩედვიკის გარდა, ცნობილი მოთამაშეებიიდან ფინალურ მაგიდაზე ჯოზეფ ჩონგი და შონ ვინთერი მოხვდნენ. სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა ბრიტანელის მთავარი მეტოქე. ჰედს-აპ დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელებულა: კარტმა, რომელმაც შონ ვინთერს სეტი მისცა, სტივენ ჩედვიკს გათ-შოთ სთრეითი დაუსრულა. ოლ ინის შემდეგ, თამაშში არსებული ჩიპები ბრიტანელის ხელში აღმოჩნდა, რაც მისი ბანკროლის $216.000 დოლარით შევსებას ნიშნავდა. მე-2 ადგილისთვის, შონ ვინთერს $157.000 დოლარი გადაეცა. 

რუმები

ქართული უცხოური