ლორენ რობერტსი US Poker Open-ის პირველი გამარჯვებული ქალი გახდა

მართალია, US Poker Open არც ისე დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ გუშინ მის ისტორიაში მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ლორენ რობერტსი US Poker Open-ის პირველი გამარჯვებული ქალი მოთამაშე გახდა. მან 91 მონაწილიანი ფილდი დაძლია და ფინალურ ჰედს-აპში კორაი ალდემირი დაამარცხა. 

რობერტსისთვის ეს პირველი ლაივ ანაზღაურებაა. $10.000-იანი ბაი-ინის სანაცვლოდ, პირველი ადგილისთვის ამერიკელმა მოთამაშემ $218.400 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო, რაც მის კარიერაში საუკეთესო ერთჯერადი მოგებაა. "თამაში ძალიან მიყვარს, - უთხრა მან Poker Central-ის ჟურნალისტსა და ვეტერან მოთამაშეს, მარია ჰოს, - შეჯიბრით ძალიან ვერთობი, მაგრამ დღეს გამიმართლა კიდეც."

ლორენ რობერტსისთვის მისიის შესრულება ადვილი არ ყოფილა. ტურნირის მეორე დღე მან, ფაქტიურად, შორტ სტეკის სტატუსით გაატარა. ჩიპების დანაკლისის გარდა მისი კიდევ ერთი პრობლემა ლაინ-აფი იყო: შონ ვინთერი, სტივენ ჩედვიკი, კორაი ალდემირი და ბრენდონ ადამსი მას უშანსოდ ტოვებდნენ, მაგრამ რამდენიმე გაორმაგების შემდეგ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. "მაგიდასთან ისეთი მოთამაშეები მესხდნენ, რომ დამარცხებას წინასწარ შევეგუე, - სიცილით იხსენებს რობერტსი მის პირველ რეაქციას, - როცა ყველაფერი დასრულდა, არ მეგონა, რომ ტურნირის მოგება შევძელი."

რუმები

ქართული უცხოური