US Poker Open-ის მე-7 ივენთზე ბრინ კენიმ ჯეიკ შინდლერი დაამარცხა

ბრინ კენის სულ რაღაც 1 საათი დასჭირდა, რათა US Poker Open-ის $25.000-იანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის ფინალური მაგიდა პირველი ადგილით დაესრულებინა. 5 ოპონენტიდან კენიმ 4 თავადვე ჩამოიშორა გზიდან და $450.000 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო.

წლევანდელ US Poker Open-ზე ეს ბრინ კენის მე-2 ანაზღაურებაა: სერიების პირველ ივენთზე, მან 10-ე ადგილს მიაღწია და სულ რაღაც $27.000 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ პოკერის ამერიკული ფესტივალის რეიტინგში მას სტივენ ჩედვიკი, შონ ვინთერი და კერი კატზი უსწრებენ, მე-4 ადგილზე გადასვლით ის ოპონენტებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

ფინალურ ჰედს-აპში კენიმ ჯეიკ შინდლერი დაამრაცხა, მაგრამ სანამ ორთაბრძოლამდე მიაღწევდა, მან ჯერ ნიკ პეტრანგელო, შემდეგ კი კეიტ ტილსტონი და ბენ იუ გამოთიშა ასპარეზობიდან. ჩიპებზე ასეთი ნაყოფიერი 'ნადირობის' შემდეგ, ჰედს-აპი კენიმ 10:1 უპირატესობით დაიწყო. ჯეიკ შინდლერს საკმარისი სტეკი არ აღმოაჩნდა, რათა ოპონენტისთვის ჩვეული წინააღმდეგობა გაეწია და თამაში სულ რაღაც 6 დაგირების შემდეგ დათმო. მე-2 ადგილისთვის მას $300.000 დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური