კორაი ალდემირი US Poker Open-ის მე-9 ივენთს $738.000-იანი ანაზღაურებით იგებს

ერთი კვირის წინ, კორაი ალდემირს US Poker Open-ის მე-3 ივენთის მოგებამდე ერთი ადგილი დააკლდა. მაშინ ის ლორენ რობერტსთან დამარცხდა და მე-2 ადგილისთვის $159.250 დოლარი მიიღო. ამჯერად, გერმანელმა მოთამაშემ $50.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის მე-9 ივენთის მოგება შეძლო. პირველი ადგილისთვის დაწესებული $738.000 დოლარით, კორაი ალდემირი სერიების ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე გახდა. საერთო ჯამში, წლევანდელ US Poker Open-ზე მას $897.200 დოლარი აქვს დაგროვებული.

"კარგი შეგრძნებაა, განსაკუთრებით ჩემი შარშანდელი მე-2 და მე-3 ადგილების შემდეგ, - ყვება ალდემირი, - ჰაი როლერ ტურნირებით ძალიან ვერთობი. ზოგჯერ, პოკერს სრულიად ვწყდები და ვისვენებ, მაგრამ თუ ასეთ ტურნირების თამაში მიწევს, რაც მამოძრავებს, შეჯიბრის ჟინია."

რაც შეეხება, US Poker Open-ის სერიების საუკეთესო მოთამაშის ტიტულს: მე-9 ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის შემდეგ, შონ ვინთერის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. აქამდე, ის 440 ქულით, სტივენ ჩედვიკის უკან იდგა.მე-3 ადგილზე გასვლით მან ჩედვიკთან გათანაბრება მოახერხა. ამ მომენტისთვის, ორივე მოთამაშეს თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ შონ ვინთერი მცირე უპირატესობას მაინც ფლობს: 9 ტურნირის განმავლობაში მას ჩედვიკზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. 

ამჟამინდელი US Poker Open-ის ლიდერბორდი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშესაპრიზო ადგილებიქულებიანაზღაურება
1შონ ვინთერი5540$747.900
2სტივენ ჩედვიკი4540$705.000
3ნიკ შულმანი2410$390.000
4ბრენდონ ადამსი3365314.750
5კორაი ალდემირი2340$897.200
6კერი კატზი3340$580.200
7ბრინ კენი2240$477.000
8ლორენ რობერტსი2240$263.400
9ჯორდან კრისტოსი2240$206.200
10ალი იმსიროვიჩი1200$442.000

 

რუმები

ქართული უცხოური