Triton Short Deck-ზე ჯასტინ ბონომომ ნახევარი მილიონი მოიგო

ბოლო ორი წელია, Triton-ის სერიები მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს უყრის თავს. გარდა დიდი სახელებისა, ტურნირებს მოყვარული მოთამაშეებიც ესწრებიან, რომელთა უდიდეს ნაწილს სამხრეთ აზიის ბიზნესმენები შეადგენენ. გუშინ, ჯეჯუში Triton-ის სერია დაიწყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბაი-ინი სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 

შორთ დექის ტურნირზე ისეთი მოთამაშეები გამოჩდნენ, როგორებიც აიზიკ ჰექსტონი, კანადელი ძმები - ლუკ და სემ გრინვუდები, ჯეისონ კუნი, ბრიტანეთის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე - სტივენ ჩედვიკი და პოკერის ლეგენდა - ჯონ ჯუანდა არიან. შორთ დექის პოპულარობის ზრდა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო. 52-ის ნაცვლად, დასტაში დატოვებულმა 36 კარტმა მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა. აივისა და დუანის თამაშში ჩართულობამ კი შორთ დექს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. 

ტურნირში მონაწილეობა თავად Triton Series-ის დამფუძნებლებმა, პოლ ფუამ და რიჩარდ იანგმაც მიიღეს. რა თქმა უნდა, აქ იყვნენ ტომ დუანი, ფილ აივი, დენიელ ქეითსი, ბრინ კენი, მიკიტა ბადიაკოვსკი, დომინიკ ნიცშე, სტივ ო'დუაიერი, დევიდ პიტერსი, ერიკ საიდელი და დენ სმიტი. "ერთ უმნიშვნელო სახელსაც ვერ ნახავთ" - თქვა Triton-ის ერთ-ერთმა თავკაცმა, ლუკა ვივალდიმ. 

პირველ ივენთზე 37 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც 28 მათგანმა რე-ბაის ოპცია გამოიყენა. ვარსკვლავთცვენის ფონზე, მსოფლის ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშემ - ჯასტინ ბონომომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და $586.000 დოლარად შეფასებული პირველი ადგილი დაიკავა. "ჩემს მაგიდასთან შორთ დექში გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები ისხდნენ, - ყვება ბონომო, - სტრატეგია თამაშის პროცესშივე უნდა შემემუშავებინა, რადგან შორთ დექის გადაწყვეტილებები ჩემთვის არც ისე ნაცნობია. თუმცა, ახალი თამაშის სწავლით ძალიან ვერთობი." ფინალისტებს შორის, ბენ ლემი და ჯონ ჯუანდაც მოხვდნენ, რომლებმაც მე-7 და მე-8 პოზიციები დაიკავეს. 

რუმები

ქართული უცხოური