ტიმოთი ადამსი Triton Series Main Event-ის ჩემპიონია

სამხრეთ კორეის ქალაქ ჯეჯუში მიმდინარე Triton High Roller Series-ის მეინ ივენთი კანადელმა ტიმოთი ადამსმა მოიგო, რომელმაც ურთულესი ლაინ-აფის დამარცხება და $3.540.000 დოლარის მოგება შეძლო (HK$27.76 მილიონი ჰონგკონგური დოლარი). 

ტურნირის ბაი-ინი HK$2 მილიონ ჰონგკონგურ დოლარს შეადგენდა. 32 რეგისტრაციისა და 16 რე-ბაის შემდეგ, საპრიზო ფონდი HK$90.204.000-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით $11.5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში აზიური პოკერისა და ბიზნეს სექტორის არაერთი გიგანტი მონაწილეობდა, გამოცდილებამ და პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა თავისი ქნეს და ფინალური მაგიდა კანადა-ამერიკის დაპირისპირება აღმოჩნდა: ტიმოთი ადამსი და პიტერ ჯეტენი - კანადიდან, ხოლო ბრინ კენი, დენ სმითი, დევიდ პიტერსი და აიზიკ ჰექსტონი - აშშ-დან. 

ჰექსტონსა და პიტერსს განსაკუთრებულად არ გაუმართლათ: ისინი ფინალურ მაგიდაზე თამაშის დაწყებიდან პირველ და მეორე დარიგებებზე გამოვარდნენ. აიზიკ ჰექსტონი ბრინ კენის KK-ს შეეჩეხა, ხოლო პიტერსის ცარიელი A ჯეტენის წყვილის წინააღმდეგ უძლური გამოდგა. მათ $803.000 და $1.040.000 დოლარი შეხვდათ.

ბრინ კენიმ კიდევ ერთხელ მიიღო KK, რომელიც ამჯერად ორიდან ერთი კანადელის გამოსათიშად გამოიყენა: პიტერ ჯეტენი მე-4 ადგილიდან გამოვარდა, $1.300.000-იანი ანაზღაურებით. ამის შემდეგ, კენიმ დენ სმითი გაისტუმრა სახლში და ტიმოთი ადამსის წინააღმდეგ პირისპირ დარჩა. 

გადამწყვეტი ხელის დარიგებამდე, მოთამაშეებმა მოლაპარაკება გამართეს და კარიერაში საუკეთესო ანაზღაურება გაინაღდეს. ამის შემდეგ, კენიმ დიდი ბლეფი სცადა, რომელიც მისთვის წარუმატებლად დასრულდა: მან ადამსს მაღალი Q-ის ფლეშის გადაგდება ვერაფრით აიძულა და $3.060.000 დოლარიან ანაზღაურებას დასჯერდა. 

"ძალიან დაღლილი ვარ, - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ ტიმოთი ადამსმა, - აქტიურმა პოკერმა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, თანაც 3 გადაბმული დღის განმავლობაში, მართლაც გამომფიტა. ლაინ-აფი ნამდვილად ურთულესი იყო."

რუმები

ქართული უცხოური