2019 წლის Triton High Roller Series-ის უდიდესი ბლეფები
როგორც წესი, მსოფლიო პუბლიკა ამერიკულ პოკერს გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში გამართულ ტურნირებს. მაგრამ როცა ფსონები იზრდება, ინტერესიც მატულობს: Triton High Roller-ის სერიებს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. პოკერის სამხრეთ კორეულ ფესტივალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამ სტატიაში 'ტრიტონის' სერიების უდიდეს ბლეფებს წარმოგიდგენთ:
UTG-ის პოზიციიდან, 65
-ით სემ გრინვუდმა საწყისი რეიზი გააკეთა, ვაი კინგ იონგმა 'კატოფიდან' T
T
-ით, რუი კაომ 'ბატონიდან' 7
5
-ით, ხოლო ტან ჰუანმა 'ბიგ ბლაინდიდან' A
4
-ით გრინვუდის ფსონს უპასუხეს. 3
3
2
ფლოპი გრინვუდმა და ჰუანმა ცვლილების გარეშე გაატარეს, ხოლო ვაი კინ იონგმა თავისი 'ათიანებისთვის' სწორი დრო გამონახა და ბანკი 1/3-ით გაზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველამ გაყოლა გადაწყვიტა. თერნზე 3
3
2
K
იდება და ყველა ჩექს არჩევს. რივერზე კიდევ ერთი 'ჯვარი' იდება: 3
3
2
K
J
. სემ გრინვუდმა დროულად გადაწყვიტა პრეფლოპ რეიზერის სტატუსის გამოყენება და A
განასახიერა: მან ბანკის ნახევარი დადო, რასაც მოთამაშეების ფოლდი მოჰყვა.
დევიდ პიტერსი ვაჭრობას KJ
-ით ხსნის, რაზეც სემ გრინვუდი Q
Q
-ით და ჩოუ ჰინ იანგი 7
7
-ით პასუხობენ. 6
A
K
ფლოპზე გრინვუდი ჩექს აკეთებს. ჩოუ ჰინ იანგს მოწინააღმდეგის ჩექში სისუსტეს გრძნობს და ბანკის 30%-ს ჩამოდის. რეიზის ინიციატორი, დევიდ პიტერსი კარტს ყრის, ხოლო გრინვუდი შეტევას 'ჯიბის წყვილით' ღებულობს. 6
A
K
3
თერნზე ორივე მოთამაშე ფრთხილობს და ჩექის ოპციას არჩევენ. რივერზე დადებული J
, წესით, გრინვუდისთვის კომფორტული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც ჩექს აკეთებს. ჩოუმ უკვე იცის, რომ გრინვუდი საკუთარ ხელში დარწმუნებული არაა. ამიტომაც, ის A-ის ან JJ-ის 'ჯიბის წყვილის' წარმოჩენას ცდილობს და ბანკის ნახევარს დებს, რასაც გრინვუდის ფოლდი მოჰყვება.
ტოპ 5 ბლეფის ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: