$67.000.000 დოლარიანი ზარალი: ონლაინ პოკერის 3 ყველაზე წამგებიანი მოთამაშე

როცა საქმე ცნობილ მოთამაშეებს ეხებათ, ყველა მათ წარმატებასა და შემოსავალზე ორიენტირდება. არავინ საუბრობს თამაშის ბნელ მხარეზე და იმ ჩავარდნებზე, რომლებიც მოთამაშეების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ონლაინ პკოერის ისტორიაში 3 ყველაზე წამგებიანი მოთამაშის მოკლე ისტორიას. 

3. ჩუნ ლეი ჟოუ: $15.000.000

დღეს განხილული 3 მოთამაშიდან, სავარაუდოდ, ჩუნ ლეი ჟოუს სახელი ყველაზე ნაკლებად იქნება ცნობილი. მისი ონლაინ ნიკები - patpatpanda, patpatman და samrostan ინტერნეტ სამყაროში, ერთ დროს, ყველასთვის ნაცნობი იყო. ის მალაიზიელი ბიზნესმენია, რომლისთვისაც $15.000.000 დოლარიანი დაუნსვინგი მნიშვნელოვანი მოვლენა არასდროს ყოფილა. "დიდი ხანი ვითამაშე და რაღაც ფული წავაგე კიდეც" - თქვა ერთხელ ჟოუმ. მისი ქონების გათვალისწინებით, $15 მილიონი მართლაც რაღაც ფულია, რომელზეც ადამიანმა არც უნდა იდარდოს. 

2. გას ჰენსენი: $21.000.000

პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და, ამასთანავე, წარუმატებელი მოთამაშე. დღევანდელი სიიდან, დაუნსვინგის ტკივილი სწორედ ჰენსენმა განიცადა, რადგან მისი ფინანსები ბანკროლზეა დამოკიდებული და არა მილიარდიან ბიზნესებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანების დასაწყისში, ლაივ თამაშებზე გას ჰენსენი ყველაფერს და ყველას წინააღმდეგ იგებდა, მისი ონლაინ კარიერა მძიმედ განვითარდა. ძირითადად, ომაჰას მაგიდებზე ჰენსენმა $21 მილიონ დოლარამდე დაკარგა. 

1. გი ლალიბერტე: $31.000.000

თუ ბევრი ფული გაქვს და საკუთარი შესაძლებლობების პოკერის საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ გადაწყვეტ, უარს ვერასდროს მიიღებ. სწორედ ასე დაემართა Cirque du Soleil-ის დამფუძნებელს, მულტიმილიარდერ კანადელ ბიზნესმე გი ლალიბერტეს, რომელმაც ონლაინ მაგიდებთან $31.000.000 დოლარზე მეტი დატოვა. მისი ოპონენტები, უმეტესად, ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, ვიქტორ ბლომი და ფილ აივი იყვნენ. 

რუმები

ქართული უცხოური