ჯეისონ კუნმა მსოფლიოს ტოპ 10-დან ფილ აივი გამოაგდო

ქეშ გეიმების სიყვარული ფილ აივის ძვირი დაუჯდა. მართალია, მაკაუში მიმდინარე თამაშებზე მისი ბანკროლი, სავარაუდოდ, გაიზარდა, მაგრამ ტურნირებიდან წასვლის შემდეგ, აივის სატურნირო რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზარალდა. 

ბოლო მოთამაშე, ვინც აივის $26.267.283 დოლარიან მაჩვენებელს გადააჭარბა, ჯეისონ კუნია. მანამდე მას დენ სმიტმა და სტივ ო'დუაიერმა გაუსწრეს. ფილ აივის უკანასკნელი სატურნირო მოგება 8 თვის წინ ფიქსირდება, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთზე 547-ე ადგილისთვის $23.940 დოლარი მიიღო. 

სამხრეთ კორეის ქალაქ ჯეჯუში Triton High Roller-ის სერიები ჯეისონ კუნისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა: Triton Refresh-ის პირველი ადგილისთვის მან $973.306 დოლარი მიიღო, რასაც Short Deck Event-ის მოგება მოჰყვა, $2.840.945 დოლარიანი ანაზღაურებით. ამ  ყველაფერმა მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $27.911.824 დოლარამდე გაზარდა, რაც ფილ აივის გზიდან ჩამოსაშორებლად საკმარისი აღმოჩნდა. 

ზამთარი ასევე წარმატებული გამოდგა სტივ ო'დუაიერისთვისაც. ირლანდიური წარმოშობის ჰაი როლერმა Caribbean Party Poker-ზე $1.3 მილიონი გამოიმუშავა, რამაც მისი საერთო შემოსავალი $26.820.595 დოლარამდე გაზარდა. 

ამ მომენტისთვის, მსოფლიოს 12 ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე (სატურნირო სტატისტიკის მიხედვით) ასე გამოიყურება:

რეიტინგიმოთამაშეშემოსავალი
1ჯასტინ ბონომო$44.626.825
2დენიელ ნეგრანუ$39.830.195
3ერიკ საიდელი$34.782.419
4დევიდ პიტერსი$32.628.532
5ფედორ ჰოლცი$32.556.379
6ბრინ კენი$30.654.182
7დენიელ კოლმენი$28.925.059
8ჯეისონ კუნი$27.911.824
9ანტონიო ესფანდიარი$27.728.437
10დენ სმიტი$27.704.822
11სტივ ო'დუაიერი$26.820.595
12ფილ აივი$26.267.283

 

რუმები

ქართული უცხოური