დენიელ ქეითსმა 'ტვიტერზე' დენ ბილზერიანს დასცინა

ბოლო დროს, დენიელ ქეითსი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სულელური სანაძლეო, მისი მოგზაურობა ტოკიოში და, რაც ყველაზე მთავარია, დენ ბილზერიანთან მისი დაპირისპირება. 

ჯეჯუში გამართულ Triton High Roller-ის ერთ-ერთ ქეშ-გეიმ სესიაზე, ქეითსი უცნაურ, შეიძლება ითქვას, სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტომ დუანის გვერდით მჯდომმა ქეითსმა ძვირადღირებული სანაძლეო დადო: მისი ნასროლი სათამაშო ჩიპი მაგიდის ცენტრში მდებარე კვადრატში უნდა მოხვედრილიყო. ამერიკელმა გრაინდერმა სანაძლეო მისია მართლაც შეასრულა - მისი ნასროლი ჩიპი კვადრატში აღმოჩნდა, მაგრამ რამდენადაც ეს ყველაფერი ერთ-ერთი დარიგების დროს მოხდა, მისი მოქმედება 'ქოლს' გულისხმობდა. შედეგად, ქეითსი A9-ით ჩონგ ტონგ სიოუს AQ-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა. 

ჯეჯუში გამართული სერიების შემდეგ, ის იაპონიაში, კერძოდ, ტოკიოში გაემგზავრა, სადაც ტრადიციული სამზარეულოს გარდა, ეგზოტიკური ფრინველებით დაინტერესდა.

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ქეითსი 'ტვიტერზე' გამართულ ომში ჩაერთო. როგორც წესი, ის მსგავს დაპირისპირებებს თავს არიდებს, მაგრამ დენ ბილზერიანის კომენტარზე მან თავი ვერ შეიკავა. "რა კარგი იქნებოდა, სოციალური მედია რომ ერთი თვით გამქრალიყო" - დაწერა 'ტვიტერზე' ბილზერიანმა. "სოციალური მედიის გამო არ გახდი ასეთი ცნობილი?" - უპასუხა ქეითსმა. 

დისკუსიაში კიდევ ერთი ჰაი სტეიკს გრაინდერი, სემ პანზიკა ჩაერთო: "jungle (ქეითსის მეტსახელი), მარტო სოციალური მედია არა, ის ცნობილი პოკერში ცხრანიშნა თანხის მოგების წყალობით გახდა." პოკერის მოთამაშეები, ხშირად, ირონიით საუბრობენ ბილზერიანის სავარაუდო ტყუილზე, რომ მან მთელი თავისი კარიერა პოკერის მაგიდებთან მოგებული ფულით გაიკეთა. "პოკერში შენს ტრაკზე მეტი ნამდვილად მაქვს მოგებული" - უპასუხა ბილზერიანმა პროფეისონალი მოთამაშეების სარკასტულ პოსტებს. "მეეჭვება, ვინმეს იმდენი მოეგო პოკერის მაგიდებთან, რამდენსაც შენ ზოგადად ცხოვრებას უგებ" - ქეითსმა კამათი საკონტროლო ხუმრობით დაასრულა. 

დენ ბილზერიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი ქონების ძირითადი ნაწილი სათამაშო მაგიდებთან დააგროვა. ერთადერთი ოფიციალური ჩანაწერი 2009 წლით თარიღდება, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთის 180-ე ადგილისთვის მან $36.626 დოლარი მიიღო. სინამდვილეში, ბილზერიანს ქონება მამისგან ერგო, რომელმაც 1980-იან წლებში გადასახადების დამალვის წყალობით დააგროვა. უფროს ბილზერიანს სასამართლომ $60 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა, საიდანაც მან მხოლოდ ნაწილი დაფარა. 

რუმები

ქართული უცხოური