ანტონიუსი, ჰენსენი, 'ზიგმუნდი'... ვინ წააგო ტომ დუანთან ყველაზე მეტი?
სანამ პოკერი იარსებებს, ტომ დუანის სახელს ჩრდილი არასდროს მიადგება. პოკერის სამყაროში ასეთი სტატუსის მოპოვება ამერიკელმა მოთამაშემ ინტერნეტში გამართული მარათონული სესიებით შეძლო. ნახევარმილიონიანი დარიგებები დუანისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორც ამბობენ, მაკაუში გადასვლის შემდეგ, დუანის ქეშ-გეიმები გაცილებით დიდი გახდა, სადაც ის, ზოგჯერ, $20.000.000-იან დარიგებებში ღებულობს მონაწილეობას.
ონლაინ კარიერის დასრულებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, დროა გადავხედოთ მის მიერ ყველაზე დაზარალებულ მოთამაშეებს. ზუსტი თანხა დაუთვლელია, მაგრამ დუანის ერთ-ერთი ყველაზე 'მსუქანი' ნადავლი გი ლალიბერტე იყო - Cirqui de Soleil-ის დამფუძნებელი მულტიმილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც ონლაინ პოკერში საკუთარ ამბიციებს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შესწირა.
პატრიკ ანტონიუსი მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი გიგანტია. მას არამხოლოდ ინტერნეტში, არამედ ლაივ მაგიდებთანაც თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. ტომ დუანის წინააღმდეგ კი ყველაფერი ასეთი ვარდისფერი არ გამოდგა. ცნობილი Durrrr Challenge-ის 50.000 დარიგებიდან, ანტონიუსმა და დუანმა 40.000 დარიგება ითამაშეს, რის შემდეგაც, ფინელის ბანკროლი $2 მილიონი დოლარით შემცირდა. მიუხედავად დუანთან განცდილი მარცხისა, არაოფიციალური ინფორმაციით, ონლაინ პოკერის წყალობით პატრიკ ანტონიუსმა $20.000.000 დოლარზე მეტი დააგროვა.
მიუხედავად იმისა, რომ გას ჰენსენი პოკერის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედაა აღიარებული, ონლაინ პოკერის ისტორიაში, გი ლალიბერტეს შემდეგ, ის ყველაზე ყველაზე წამგებიანი რეგულარია. ვიქტრო Isildur1 ბლომთან ტომ დუანს არც ისე კარგი მოგონებები აკავშირებს, მაგრამ ყოველთვის, როცა ის შვედთან დიდ ფულს აგებდა, მისი ბანკროლის შესავსებად მეორე სკანდინავიელი - გას ჰენსენი მოდიოდა. სამწუხაროდ, HighStakesDB-ის ან სხვა პლატფორმებს, რომლებიც ონლაინ თამაშების სტატისტიკურ აღწერას ახორციელებენ, ზუსტი რიცხვები ჰენსენისა და დუანის დაპირისპირების შესახებ არ გააჩნიათ.
ვიკინგების კიდევ ერთი შთამომავალი, ვინც ტომ დუანისგან საკმაოდ დაზარალდა, ილარი Ziiggmund საჰამისია. პოტ ლიმიტ ომაჰას $500/$1.000 მაგიდებზე, ფინელმა მოთამაშემ დუანთან $2 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.