სემ გრინვუდმა PartyPoker-ის POWERFEST მოიგო - $162.079

კვირა დღე, როგორც წესი, ონლაინ პოკერ-რუმებისთვის განსაკუთრებულად დატვირთულია. მოთამაშეები ასეულობით ტურნირს თამაშობენ. ერთ-ერთი ასეთი საკვირაო ტურნირის გამარჯვებული კანადური პოკერის გრანდი, სემ გრინვუდი გახდა.

გრინვუდი ჰაი როლერ ტურნირებისთვის ნაცნობი მოთამაშეა. მისთვის არც $5.200 დოლარიანი ბაი-ინის გადახდა ყოფილა დიდი პრობლემა. გრინვუდის ცნობილი ნიკის - DeanMalenko-ს გარდა, PartyPoker POWERFEST-ის $500.000 GTD 8 Max-ზე კიდევ 140 მოთამაშე დარეგისტრირდა. საპრიზო ფონდმა გარანტირებულ თანხას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და $705.000 დოლარიანი პრაიზპული შექმნა, საიდანაც ანაზღაურებას 20 მოთამაშეს უნდა შეხვედროდა. 

ფინალურ მაგიდაზე PartyPoker-ის 2 წარმომადგენელი მოხვდა: ჟოაო სიმაო და ჯონათან ფრაუდფუტი, რომლებმაც $33.487 და $42.300 დოლარიანი ანაზღაურებები მიიღეს. გადამწყვეტი ჰედს-აპი სემ გრინვუდსა და უნგრელ wildace10-ს შორის გაიმართა. რა თქმა უნდა, კანადელის გამოცდილებამ თავისი გაიტანა და უნგრელ გრაინდერს მალევე მიუჩინა მე-2 ადგილი. 

PartyPoker-ის ონლაინ ტურნირის მოგებით, სემ გრინვუდის ბანკროლი $162.079 დოლარით გაიზარდა. სავარაუდოდ, ინტერნეტში მიღებული ანაზღაურება მის ლაივ ტურნირებს მოხმარდებათ, რომლებისთვისაც, როგორც წესი, გაცილებით მაღალი ბაი-ინებია დაწესებული. 

რუმები

ქართული უცხოური