აარონ მერმელშტაინმა Hard Rock Showdown-ზე $618.955 მოიგო
17 აპრილს, $25.000 დოლარიან Seminole Hard Rock Poker Showdown-ზე აარონ მერმელშტაინმა ურთულესი ლაინ-აფი დაამრაცხა და კარიერაში ზომით მე-2 საუკეთესო ანაზღაურება - $618.955 დოლარი მიიღო.
99 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდი $2.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 99 ენტრანტიდან ფინალურ მაგიდას ისეთმა მოთამაშეებმა მიაღწიეს, როგორებიც ალექს ფოქსენი, WSOP-ის ჩემპიონი - ჯო მაკკიენი და შოტლანდიური პოკერის ერთ-ერთი სახე - ნაიალ ფარელი არიან.
ფოქსენმაც და მაკკიენმაც ფინალურ სამეულში მოხვედრა შეძლეს. ფოქსენმა - ჯონათან ჯაფე, ხოლო მაკკიენმა - შენონ შორი იმსხვერპლეს. მარმელშტაინის ჯიბის 99 კი ნაიალ ფარელისთვის აღმოჩნდა "სასიკვდილო" განაჩენი. სამეულის ბრძოლამ დიდხანს არ გასტანა: AA-ით ფოქსენმა მალევე გამოთიშა მაკკიენი სატურნირო მაგიდას და მერმელშტაინის პირისპირ დარჩა.
ჰედს-აპის დროს, ფლოპზე მიღებული წყვილი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. განსაკუთრებით მაშინ, როცა წყვილს სთრეით დროც ემატება. მაგრამ თუ მეტოქეს სეტი ჰყავს, დარიგება თითქმის განწირულია. სწორედ ასე მოუვიდა ალექს ფოქსენს, როცა მისი სთრეითი არ დასრულდა. დარიგებას მთელი მისი სტეკი შეეწირა.
"სანახევროდ აქ ვცხოვრობ. ამიტომაც, დიდი ტურნირის მოგება განსაკუთრებით სასიამოვნო გრძნობაა, - ყვება აარონ მერმელშტაინი, - განსაკუთრებულ სიამაყეს ვგრძნობ იმის გამო, რომ განსაკუთრებით რთულ ოპონენტებთან მოვახერხე გამარჯვების მოპოვება."