ტომ დუანი Triton Poker-ის წარმომადგენელი გახდა

წარსულში, ტომ დუანის სახელი ონლაინ პოკერთან და ამერიკულ ქეშ-გეიმებთან იყო დაკავშირებული. დღესდღეობით, მისი სახელი სახმრეთ-აზიურ პოკერთან, მაკაუს პრივატულ თამაშებთან და, რა თქმა უნდა, Triton Poker-თან ასოცირდება. უკვე ოფიციალურად, ტომ დუანი Triton Poker-ის სატურნირო სერიების სახე გახდა. 

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მისი შექმნის დღიდან მოყოლებული, ტომ დუანი Triton-ის სატურნირო სერიების მუდმივი წევრია. ის უკვე მრავალი წელია მაკაუში ცხოვრობს - ქალაქში, სადაც Triton-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ იონგმა პოკერისადმი სიყვარული აღმოაჩინა. 3 წლის წინ, იონგმა შენიშნა, რომ მდიდარი ბიზნესმენები სწრაფი და ძვირადღირებული ტურნირების ნაკლებობას განიცდიდნენ. დანაკლისის შევსება მან Triton Poker Series-ით სცადა და წარმატებულადაც. მას შემდეგ, მალაიზიელ და ჩინელ ბიზნესმენებთან ერთად, ტურნირებზე ტომ დუანი, ფილ აივი, დენ ქეითსი და ჯეისონ კუნი მუდმივად ჩნდებოდნენ. სწორედ ჯეისონ კუნი იყო პირველი პროფესიონალი მოთამაშე, ვინც Triton Poker-ის სახე გახდა. 

ამბასადორის რანგში ტომ დუანს საკმაო გამოცდილება აქვს. მსგავსი კონტრაქტი მას წარსულშიც გაუფორმებია - მაშინ მისი დამსაქმებელი Full Tilt Poker იყო. დუანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 'შორთ დექის' ფართო მასებში გატანას ცდილობდა. პოკერის 36 კარტიანი სახეობა კი დღეს წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. 

"ტომ დუანთან ერთად Triton-ის წარმომადგენლობა ჩემთვის უდიდესი პატივია, - ამბობს ჯეისონ კუნი, - პოკერის თამაში როცა დავიწყე, ის უკვე უმაღლეს ლიმიტებს ანადგურებდა. როცა აზიაში პოკერის ბუმი დაიწყო, ტომი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მილიარდერ ბიზნესმენებთან სათამაშოდ დაჯდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვისთან დაპირისპირების საშუალებაც მქონია."

 

რუმები

ქართული უცხოური