სტივ ო'დუაიერი Triton Turbo-ს და $510.000 დოლარს იგებს
მონტენეგროში დაწყებული Triton High Roller-ის სასტარტო ივენთი - Triton Turbo Opener სტივ ო'დუაიერმა მოიგო. ჰაი როლერ ტურნირების სპეციალისტმა HK$4.000.000 ჰონგ კონგური დოლარი მოიგო, რაც დაახლოებით $510.000 აშშ დოლარის ექვივალენტია.
Maestral Casino "ტირტონის" სერიებს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. პოკერის ფესტივალზე ტურნირების საუკეთესო მოთამაშეები და მდიდარი ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. ცხადია, პროფესიონალ ჰაი როლერებს მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ.
ო'დუაიერს ლაინ-აფში, შეიძლება ითქვას, არ გაუმართლა: მისი მოწინააღმდეგეები ლივ ბურე, პოლ ფუა, აიზიკ ჰექსტონი და სემ გრინვუდი იყვნენ. ამ ორმა ფინალურ მაგიდასაც კი მიაღწია, რაც ირლანდიელი მოთამაშის საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. ტურნირის 'ბაბლ ბოი' დიტრიხ ფასტი აღმოჩნდა - ფულში შესვლამდე მას მხოლოდ ერთი ადგილი დააკლდა. სემ გრინვუდმა მე-5 ადგილი დაიკავა, რაც $128.000 დოლარს უდრიდა.
კოკ ვენგ ბე ჰაი როლერ ტურნირებში დიდი სახელი არ არის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯეჯუში გამართული სერიების ერთ-ერთ ტურნირზე მან მე-3 ადგილი აიღო, ვენგი პროფესიონალი მოთამაშეებისთვის რეალურ საფრთხედ იქცევა. ამჯერად, მან მე-4 პოზიცია დაიკავა და $158.000 დოლარი მიიღო.
ფინალურ ჰედს-აპში სტივ ო'დუაიერმა ჰაი სტეიკს პოკერის კიდევ ერთი ლეგენდა - აიზიკ ჰექსტონი დაამარცხა. გადამწყვეტ დარიგებაში მოთამაშეები ერთმანეთს K7-ითა და KQ-ით დაუპირისპირდნენ. ო'დუაიერმა პრეფლოპ უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და თავის რეზიუმეს კიდევ ერთი პირველი ადგილი დაუმატა.