Triton Montenegro-ს მე-2 ივენთის გამარჯვებული ბრინ კენი გახდა, $1.432.264 დოლარიანი საპრიზო ადგილით

მონტენეგროში მიმდინარე Triton Poker Series-ის მე-2 ივენთის გამარჯვებული ამერიკელი ჰაი სტეიკს ქრაშერი - ბრინ კენი გახდა, რომელმაც 79 მოთამაშიანი ლაინ-აფი დაამარაცხა და საკუთარი ბანკროლი $1.432.264 დოლარით შეივსო. 

კენიმ Triton-ის სერიებზე ტურნირის მოგება პირველად შეძლო. პოკერის სამხრეთ აზიურ ფესტივალზე მისი საუკეთესო შედეგი 2016 წლით თარიღდება, როდესაც ფილიპინებში გამართული Triton Series-ზე მე-2 ადგილი დაიკავა. მაშინდელი ანაზღაურება $1.401.694 დოლარს შეადგენდა. 

"ძალიან კარგ ველიუ ბეთებს ვაკეთებდი, - კენი თავმდაბალი არასდროს ყოფილა, - ბლეფის ტაქტიკა კიდევ უფრო უკეთესი მქონდა. საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დავრწმუნდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან ასეთ ტურნირებზე მხოლოდ საკუთარი თამაშის იმედი უნდა გქონდეს. ჩემმა მიდგომამ გაამართლა."

ფინალური მაგიდიდან რიჩარდ იონგის, კრისტოფ ვოგელსანგის, ჯეისონ კუნისა და სეჰიო აიდოს გამოთიშვის შემდეგ, ამერიკელის მთავარი მეტოქე კანადელი დენიელ დვორესი აღმოჩნდა. ფინალური ჰედს-აპის სტარტისთვის, მოწინააღმდეგეების სტეკების თანაფარდობა 5:3 იყო, კანადელის სასარგებლოდ, მაგრამ დროთა განმავლობაში კენიმ უპირატესობის მოპოვება შეძლო და ტურნირი რივერზე მიღებული ფლეშით დაასრულა. მე-2 ადგილისთვის დენიელ დვორესს $946.954 დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური