Triton Montenegro Short Deck-ზე უინფრედ იუმ აიზიკ ჰექსტონი დაამარცხა

Triton Series-ის მე-3 ღონისძიება უინფრედ იუმ მოიგო. შორდ დექის ივენთს უამრავი პროფესიონალი და დამწყები მოთამაშე ელოდა. სწორედ ამიტომ, 70 ენტრანტმა HK$100.000 ჰონგ კონგური დოლარი გადაიხადა, რაც დაახლოებით $12.700 აშშ დოლარის ექვივალენტია.

რა თქმა უნდა, ტურნირზე ვარსკვლავთცვენა იყო: Triton-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი - პოლ ფუა, King's Casino-ს მფლობელი - ლეონ ცუკერნიკი, პროფესიონალი მოთამაშეები - შტეფენ სონტაიმერი, პიტერ ჯეტენი, სტივ ო'დუაიერი, სემ გრინვუდი... შეიძლება ითქვას, რომ ივენთზე ჰაი როლერების სრული გვარდია იყო წარმოდგენილი. როგორც ჩანს, 2, 3,4 და 5-ის დასტიდან ამოღება მოთამაშეებს განსაკუთრებით იზიდავთ. 

სემ გრინვუდი ტურნირს 'ბაბლიდან' გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ მან ფულჰაუსის დასრულება შეძლო, ლეონ ცუკერნიკის ფლეშს კანადელი ვერ გაუმკლავდა - შორთ დექში ფლეში ფულჰაუსზე ძლიერ კომბინაციად ითვლება, რადგან მისი დასრულება გაცილებით რთულია. 

აღსანიშნავია, რომ უინფრედ იუმ ფინალურ ჰედს-აპში აიზიკ ჰექსტონს მოუგო. რამდენიმე დღის წინ, ჰექსტონმა კიდევ ერთი მე-2 ადგილი დაიკავა. მაშინ ის სტივ ო'დუაიერთან დამარცხდა და $472.000 დოლარი მიიღო. ამჯერად, მისი ანაზღაურება $175.000 დოლარი იყო. 

"შორთ დექი' ძალიან მიყვარს და ამ ტურნირის მოგება განსაკუთრებული მოვლენა იყო, - განმარტა ინტერვიუში იუმ, - ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა Triton-ზე. შარშან, იგივე ივენთზე, მე-4 ადგილი დავიკავე." პირველი ადგილისთვის ჰონგ კონგელმა გემბლერმა $260.000 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური