Triton Series Main Event ბრინ კენიმ მოიგო - $2.713.836

მონტენეგროში გამართული Triton Series-ის 4 ტურნირიდან 2 ბრინ კენიმ მოიგო. რაც მთავარია, ამერიკელი ჰაი როლერი სერიების მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, გამარჯვებას მან 71 მოთამაშეს შორის მიაღწია, რომლებმაც 31-ჯერ გამოიყენეს რე-ბაის ოპცია. პირველი ადგილისთვის ბრინ კენიმ HK$ 21.300.000, ანუ $2.713.876 აშშ დოლარი მიიღო. 

ერთი კვირაც არაა გასული მას შემდეგ, რაც კენიმ Triton-ის ულიმიტო ჰოლდემის მე-2 ივენთი მოიგო, $1.432.264 დოლარიანი ანაზღაურებით. მიმდინარე სერიების წყალობით, მისი საერთო სატურნირო შემოსავალმა $35 მილიონ დოლარს მიაღწია. 

"ძალიან კარგი იყო, - ყვება ბრინ კენი, - ძალიან დავიღალე, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშე. მაგიდა სრულად გავანადგურე. რამდენჯერმე იღბალმაც შემიწყო ხელი."

აი როგორ მიმდინარეობდა მოვლენები ფინალურ მაგიდაზე: მიკიტა ბადიაკოვსკიმ მატიას აიბინგერი და Triton-ის ამბასადორი - ჯეისონ კუნი გამოთიშა თამაშს. ბადიაკოვსკიმ მოწინააღმდეგეების დამარცხება თერნზე მიღებული სეტით მოახერხა, რაც იღბლის დიდი დამსახურებაა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, ბელარუსმა მოთამაშემ ერიკ საიდელი ჩამოიშორა გზიდან. 

წარუმატებელი ბლეფის გამო, პოლ ფუამ საკუთარი სტეკი ბრინ კენის ტოპ სეტს შესწირა. 

ამის შემდეგ თამაშში კვლავ ბადიაკოვსკი ჩაერთო და მაგიდიდან სემ გრინვუდი გააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მაგიდაზე 2 შორთ სტეკი იმყოფებოდა, ბადიაკოვსკიმ AJ-ით კენის 77-ის წინააღმდეგ მთლიანი სტეკი გარისკა. ბელარუსს ამჯერად აღარ გაუმართლა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

ფინალურ სამეულში, რომელშიც დენი ტანგი და პიტერ ჯეტენი შედიოდნენ, კენი აბსოლუტური ჩიპლიდერი იყო. ჯეტენის გაგდების შემდეგ, ჰედს-აპი კენიმ 12:1 უპირატესობით დაიწყო, რაც საბოლოო გამარჯვების გარანტორი იყო. 

Triton Series Main Event-ის ტოპ 9 პოზიცია ასე გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ბრინ კენიაშშ$2.713.876
2დენი ტანგიჰონგ კონგი$1.796.509
3პიტერ ჯეტენიკანადა$1.223.155
4მიკიტა ბადიაკოვსკიბელარუსი$925.011
5სემ გრინვუდიკანადა$719.878
6პოლ ფუამალაიზია$560.613
7ერიკ საიდელიაშშ$440.846
8მატიას აიბინგერიავსტრია$341.464
9ჯეისონ კუნიაშშ$261.195

 

რუმები

ქართული უცხოური