რუი კაოს $3.350.725-იანი ჰითერი Triton Series-ზე
დღევანდელი გამარჯვებით რუი კაომ ონლაინ გამოცემების მთავარი სათაურები მიისაკუთრა: ჩინური წარმოშობის ფრანგმა ბიზნესმენმა და ჰაი სტეიკს რეგულარმა Triton Poker Series-ის შორთ დექის ივენთი მოიგო და $3.350.725 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო.
როგორც წესი, კაო ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშეა. ის მალაიზიელი და ჩინელი ბიზნესმენების წინააღმდეგ უდიდეს თამაშებში ღებულობს მონაწილეობას. $127.000 დოლარიან შორთ დექ ივენთის ლაინ-აფი ქეშ-გეიმებისგან დიდად არ განსხვავდებოდა - ტურნირის 98 მონაწილე კვლავაც სამხრეთ აზიელი ბიზნესმენებითა და პროფესიონალი გემბლერებით იყო დაკომპლექტებული. 51 რე-ბაის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა $11.736.640 დოლარს მიაღწია.
რაც ყველასთვის გასკავირი აღმოჩნდა ის იყო, რომ ფულში შესვლა სერიების უახლესმა სახემ - ტომ დუანმა ვერ შეძლო.
ღონისძიების მე-2 დღეს, სათამაშო მაგიდასთან მხოლოდ 7 მონაწილე დარჩა. მართალია, ფულში შევიდნენ, მაგრამ ფინალურ მაგიდამდე მიღწევა მიკიტა ბადიაკოვსკიმ, ტიმოფეი კუზნეცოვმა და აიზიკ ჰექსტონმა ვერ მოახერხეს.
ფინალურ ჰედს-აპში რუი კაომ Triton-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაკაუს თამაშების ლეგენდა - პოლ ფუა დაამარცხა. ბოლო წლებში, ფუამ აჩვენა, რომ ბიზნესმენებს, რომლებსაც გემბლინგი იტაცებთ, პროფესიონალებისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. "3 წელი გავიდა და საქმის ბოლომდე ვერცერთხელ მივიყვანე" - გულდაწყვეტით, მაგრამ ჩვეული იუმორით თქვა პოლ ფუამ, რომელსაც მე-2 ადგილისთვის $2.178.608 დოლარი შეხვდა.
"ტურნირი პირველად მოვიგე, - ამბობს კაო, - შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა." რუი კაოს ლაივ ტურნირების ანგარიშზე, ამ მომენტისთვის, $7.493.964 დოლარია. რა თქმა უნდა, საუკეთესო სატურნირო ანაზღაურებად სწორედ უკანასკნელი შორთ დექის ივენთი ჩაითვლება.