Triton Series-ზე პოტ ლიმიტ ომაჰას ტურნირი გაიმართა

Triton Poker Series ყველა გემოვნების მოთამაშისთვისაა: მონტენეგროში მიმდინარე პოკერის ფესტივალზე, ტრადიციულად, ულიმიტო ჰოლდემის რამდენიმე ივენთი გაიმართა. სამხრეთ აზიურმა ტალღამ შორთ დექის ტურნირებიც მოიტანა, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებმა არც ის მოთამაშეები დაივიწყეს, ვინც პოკერის შედარებით ვინტაჟური, მაგრამ ძალიან აზარტული სახეობით - პოტ ლიმიტ ომაჰათი არიან გატაცებულნი. 

ისეთი მოთამაშეების წყალობით, როგორებიც ტომ დუანი, ბრაიან ჰასტინგსი, აიზიკ ჰექსტონი და ფილ აივი არიან, გვიანი 2000-იანი წლებიდან პოტ ლიმიტ ომაჰამ ახალი სიცოცხლე ნახა და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

ტურნირის 37 ენტრანტიდან ერთ-ერთი სწორედ აიზიკ ჰექსტონი. სამწუხაროდ, ომაჰასა და ჰოლდემის სპეციალისტმა ფულში შესვლა ვერ მოახერხა. პროფესიონალი მოთამაშეებიდან, არც გეიბ პატგორსკისა და მაიკ ვოტსონს გაუმართლათ. ჰენრიკ ჰეკლენიც მოწინავე პოზიციებს მიღმა დარჩა. 

ერთადერთი ცნობილი სახელი, ვინც არამხოლოდ საპრიზო ადგილის აღება, არამედ ფინალური ჰედს-აპის თამაში შეძლო, ბენ ლემი იყო. ორთაბრძოლა ამერიკელმა მოთამაშემ მალაიზიელ ჰინ იანგ ჩოუსთან დათმო, რომელსაც პირველი ადგილისთვის $343.200 დოლარი შეხვდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური