დენიელ ნეგრანუმ მსოფლიო დონის 4 ყველაზე წამგებიანი მოთამაშე დაასახელა

დენიელ ნეგრანუმ უკვე მეორედ მოახერხა პოკერის მოყვარულებში მასიური უკმაყოფილების გამოწვევა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა კანადელმა მოთამაშემ PokerStars-ის მიერ გაზრდილი საკომისიო წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია და ახსნა, რომ მეტი საკომისიო რიგითი მოთამაშისთვის უკეთესიც იყო. მას შემდეგ, პროფესიონალი გემბლერები, მაგალითად, დაგ პოლკი, დომინიკ ნიცშე და სხვები 'ტვიტერსა' და სხვა პლატფორმებზე ნეგრანუსთან ლაპარაკისას #morerakeisbetter ჰეშტეგს იყენებენ. 

ამჯერად, DatPoker-ის პოდკასტში ნეგრანუმ სხვა მოთამაშეების მიმართ არაკოლეგიალურობის დემონსტრირება მოახდინა და მათ წარუმატებლობაზე ისაუბრა. ადამ შვარცის კითხვის პასუხად, შეეძლო თუ არა ტოპ 100 ყველაზე მომგებიანი მოთამაშიდან მინუსში მყოფების დასახელება, ნეგრანუმ შემდეგი სახელები ჩამოთვალა: აიზიკ ჰექსტონი, დომინიკ ნიცშე, შონ ვინთერი და დენ შეკი. 

ნეგრანუს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილ მოთამაშეებს ათეულობით მილიონი დოლარი აქვთ მოგებული, მათი ბაი-ინების და წარუმატებლად ჩატარებული ტურნირების მიხედვით, ისინი, სავარაუდოდ, მინუსში არიან. 

როგორც კანადელი განმარტავს, მას არავის შეურაცხყოფა არ სურდა. მისი მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ რამხელა დისპერსია არსებობს მსგავს თამაშებში და რომ პოკერი რთული საქმეა, რომ თუ მილიონებს იგებ, არ ნიშნავს, რომ მათ შენარჩუნებას ახერხებ. 

ნეგრანუმ არაერთი მოთამაშის და ინდუსტრიის ექსპერტის კრიტიკა დაიმსახურა. მათი განმარტებით, მსგავსი ვარაუდის გამო, როცა ზუსტი ინფორმაციაც კი არ გაქვს, მიზანში ამოღებული მოთამაშის რეპუტაცია და რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზიანდება. გასათვალისწინებელია, რომ მოთამაშეებს სპონსორები ჰყავთ, რომლებიც ტურნირში მათ წილების სხვადასხვა პროცენტებს ყიდულობენ - რაც უფრო კარგი იმიჯით სარგებლობს მოთამაშე, მით მეტი სპონსორი იქნება დაინტერესებული მის თამაშში ინვესტირებით. 

 

რუმები

ქართული უცხოური